ტყუპისცალი კოსმოსში

 2016 წელს, ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 340 დღიანი ყოფნის მერე დედამიწაზე დაბრუნდა. ასეთი ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობა იყო ნაწილი პროგრამისა, რომლითაც NASA კოსმოსურ სივრცეში ადამიანის დიდი ხნით ყოფნით გამოწვეულ დარღვევებსა და მიკროგრავიტაციის პირობებში მის მაქსიმალურ ამტანობას სწავლობს. სწორედ ასეთ პირობებში მოუწევთ ყოფნა ასტრონავტებს, რომლებიც მარსისიკენ და ალბათ, კიდევ უფრო შორს გაფრინდებიან.

 ექსპერიმენტის ჩარჩოებში, რომელსაც Twin Study(”ტყუპების კვლევა”) უწოდეს, სკოტ კელიმ ორბიტაზე თითქმის ერთი წელი გაატარა, მისი ტყუპი ძმა კი, ასევე ასტრონავტი, დედამიწაზე იმყოფებოდა.

 კვლევის პირველი შედეგები ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში გამოქვეყნდა, ამბობდნენ, რომ სკოტის ორგანიზმში ანთებითი პროცესები შეიმჩნეოდა, ცვლილებები დაბერების პროცესებთან დაკავშირებულ ქრომოსომულ შემაგდენელში, ძვლის სიმკვრივეში, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაში. ყველა ეს ცვლიელბა მოსალოდნელიც იყო.

 კვლევის შედეგები ასეთია: ორბიტაზე ერთწლიანი ყოფნის მერე, სკოტ კელი ლამის სხვა ადამიანად დაბრუნდა სახლში. სკოტის გენების 93% ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა, ხოლო 7% – არა. მეცნიერები ამას ”ხანგრძლივი ჰიპოქსიით, ჰიპერკაპნიით(ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობა სისხლში) ხსნიან, ასევე ხანგრძლივი ცვლილებით გენებში, დაკავშირებული იმუნური სისტემის მუშაობასთან, დნმ-აღდგენით პროცესებთან, ძვლის ქსოვილის აღდგენასთან”.

მიხეილ კორნიენკო, გენადი პადალკა(კოსმოსში ყოფნის აბსოლუტური ჩემპიონი – 803 ჯამური დღე-ღამე) და სკოტ კელი.

 სხვანაირად რომ ვთქვათ, უკვე კარგად ცნობილი მიკროგრავიტაციული ზემოქმედების ეფექტების გარდა – კუნთების ატროფია, ძვლის სიმკვრივის დაკარგვა, მხედველობის დაქვეითება – სკოტ კელის მაგალითი გვიჩვენებს, რა შეიძლება მოყვეს ჟანგბადის უკმარისობასა და ქსოვილში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობით არსებობას, ასევე, როგორ ებრძვის ორგანიზმი ამ ცვლილებებეს. ჩავარდნები მეხსიერებასა და გონებრივ შესაძლებლობებში მალევე აღდგა.

 ფრენა მარსისკენ და უკან, წითელი პლანეტის ზედაპირზე ყოფნა მის სუსტ გრავიტაციულ ველში, წლები შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ ასეთი კვლევები, პირველ რიგში, კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ადამიანის მოსამზადებლად არის საჭირო, რაც 2030-იან წლებში უნდა განხორციელდეს. აუცილებელია ყველა საკითხის ცოდნა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებს ეხება, ასევე მათ შეძლებისდაგვარად მინიმიზირებას(სასტიკი კოსმოსი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *