ტრიტონთან ახლოს

 როგორს დავინახავდით ნეპტუნის ყველაზე დიდ თანამგზავრს, მასთან ახლოს რომ გვეფრინა? ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ერთმა ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა შეძლო, რომლის მიერ გადაღებული ფოტოები ერთ ვიდეორგოლად შეკრიბეს. 1989 წლის 25 აგვისტოს კოსმოსური აპარატი ”ვოიაჯერ-2”, მიფრინავდა რა ნეპტუნის სისტემაში, გარემოს თავისი კამერებით იღებდა. ტრიტონი ჩვენს მთვარეზე პატარაა, თუმცა მასზე ყინულოვანი ვულკანებია, ხოლო ზედაპირი გაყინული აზოტით არის დაფარული. ვიდეორგოლის პირველი ნაწილი ვოიაჯერის მიახლოებას გვიჩვენებს ტრიტონთან. მისი მომწვანო შეფერილობა ძალიან უჩვეულოა, თუმცა ეს, მისი რეალური ფერია. უცნაური ფერები, კოსმოსური აპარატის ქვეშ, ტერმინატორთან(დღისა და ღამის გამყოფი ხაზი) გავლის მერე ბნელდებიან. დაშორებასთან ერთად ვოიაჯერი მობრუნდა, რათა უკან დარჩენილი თანამგზავრისთვის შეეხედა, რომელიც ნახევარმთვარესავით გამოიყურებოდა. მომავალი წლის ივლისში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ავტომატური კოსმოსური აპარატი ”ახალი ჰორიზონტებიც” ასე ახლოს ჩაუფრენს პლუტონს, ციურ სხეულს, რომლსაც ტრიტონის მსგავსია ზომები აქვს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=b7sKqDAEndE

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.