ტიტანისეული ტბის უჩვეულო დეტალი გაქრა

 რას წარმოადგენს ტიტანის ზედაპირზე არსებული ნახშირწყლებისგან შემდგარი ცივი ტბის ცვალებადი ობიექტი? სატურნის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური აპარატის – ”კასინი”, რადარი ამ პლანეტის ნისლიანი თანამგზავრის(უზარმაზარი ყინულოვანი ღრუბელი ტიტანზე) ზედაპირს წლების განმავლობაში იკვლევდა. Cassini boloმეთანისა და ეთანისგან შემდგარი ტბის, სახელად ლიგეიას ზღვა(სირინოზი ბერძნ. მით)(გადაუფრინო ტიტანს), ბრტყელი ზედაპირის რადიოანარეკლი ჩაბნელებულად გამოიყურება. 2013 წლის ივლისში, მასზე ობიექტი გაჩნდა, რომელიც არ დაიმზირებოდა 2007 წელს. შემდომი დაკვირვებებით გაირკვა, რომ ობიექტი ისევ ჩანს, ოღონდ სახეშეცვლილი. 2015 წელს მიღებულ გამოსახულებაზე, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უცნობი ობიექტი აღარ დაიმზირება. აქ წარმოდგენილ სურათზე, ხელოვნური ფერებით, 20 კილომეტრი სიგრძის ობიექტის გამოჩენა, ცვლილება და გაქრობაა ნაჩვენები. ეს შეიძლება აიხსნას ტალღებით, ბუშტულებითა და ტბაში მცურავი მყარი ობიექტებით, ზუსტი პასუხი არ არსებობს. მისიის ბოლოსკენ(„კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი), 2017 წლის აპრილში, ”კასინი” კიდევ ერთხელ მიუახლოვდება ტიტანს და ამ გამოცანას ამოხსნის, ან ახალ ჰიპოთეზებს დაუდებს საფუძველს(ტალღები არამიწიერ ოკეანეში; წყალქვეშა ნავი ტიტანის შესასწავლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.