“სტერილური” ნეიტრინო?

 სამყაროში გავრცელების მიხედვით ნეიტრინო მეორეა ფოტონების, სინათლის(იგივე ელექტრომაგნიტური) ნაწილაკების მერე. ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელის მიხედვით, არსებობს სამი ტიპის ნეიტრინო: ელექტრონული, მიუონური და ტაუ-ნეიტრინო. ამ ნაწილაკებს ტიპის ცვლილება შეუძლია(ე.წ. ოსცილაცია), სპონტანურად ან რაიმე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ზოგიერთი ექსპერიმენტი იმაზეც მიუთითებს, რომ კიდევ ერთი ტიპის ნეიტრინო უნდა არსებობდეს, ე.წ. სტერილური ნეიტრინო(ნეიტრინო).

 MiniBooNE არის დეტექტორი, რომელიც გარკვეული ნივთიერებისგან დამზადებულ სამიზნეზე პროტონების შეჯახებით გაჩენილ ნეიტრინოებს აფიქსირებს. ეს არის 12,2 მეტრი დიამეტრის სფერო, რომელიც 800 ტონა სპეც. ნახშირწყლებით არის შევსებული. ნეიტრინო თავისუფლად გადის მატერიაში, რამდენიმე დედამიწის გავლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ატომებთან იშვიათი შეჯახებისას, მაგალითად, ზემოთ ხსენებული ნახშირწყლების ატომებთან, სინათლის სუსტი ანთება ჩნდება, რომელსაც სფეროს გარშემო დაყენებული ფოტოგამამრავლებლები ელექტულ სიგნალად აქცევს. სიგნალის მიხედვით, კომპიუტერი ადგენს დროს, შეჯახების ადგილსა და ელემენტარული ნაწილაკის ტიპს.

 ნეიტრინო – სტაბილური ნეიტრალური ლეპტონი(ლეპტონები-(ბერძნ-მსუბუქი) – ფუნდამენტური ნაწილაკები ½ სპინით, რომლებიც არ მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებაში) ½ სპინით(0.28 ე.ვ. ნაკლები მასით) დაბალი ენერგიის ნეიტრინო უკიდურესად სუსტად ურთიერთქმდებს ნივთიერებასთან. 3-10 მევ. ენერგიის მქონე ნეიტრინოს წყალში თავისუფალი გარბენის სიგრძე 100 სინათლის წელია(!!!). ცნობილია აგრეთვე, რომ ყოველ წამში რაიმე შესამჩნევი ცვლილებების გარეშე 1 სმ²-ზე გადის მზიდან მომავალი 6×1010 რაოდენობის ნეიტრინო.

 MiniBooNE-ეთი მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ დროის ერთეულში დაფიქსირებული ელექტრონული ნეიტრინოების რაოდენობაა 460,5 ± 95,8. ეს რაოდენობა სტანდარტულ მოდელს ვერ ეწყობა, რაც ახალი ნაწილაკის გაჩენაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომელიც ელექტრონული ნეიტრინოსკენ ოსცილირებს, ოსცილაციათა საერთო ფონზე მიუონურებიდან ტაუ-ნეიტრინოსკენ.

 მეცნიერები ამ სავარაუდო აღმოჩენამ ააღელვა, რადგან სტერილური ნეიტრინო პირველი ნაწილაკი იქნება მას მერე, რაც 2012 წელს ჰიგსის ბოზონი აღმოაჩინეს. ამასთან ერთდ, სტერილური ნეიტრინო პირველი ნაწილაკი იქნება, რომელიც სტანდარტული მოდელის ჩარჩოებში ვერ თავსდება.

 საბოლოო დასკვნას ნაწილაკის ნამდვილად არსებობის შესახებ, ექსპერიმენტები KPipe და IsoDAR გააკეთებს, რომელთა ჩატარება იაპონიაში იგეგმება, დამატებითი მონაცემების წყარო კი MiniBooNE-ც იქნება. ამით საკითხი ან გადაწყდება ან საბოლოოდ დაიხურება(სტერილური ნეიტრინოები გალაქტიკური გროვებიდან; კიდევ ნეიტრინოების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.