რა ააფეთქა ჩრდილოეთ კორეამ?

რა ააფეთქა ჩრდილოეთ კორეამ?

 მიწისძვრა? ატომური აფეთქება? დაშლა თუ სინთეზი? მაინც გავიგებთ, იმის მიუხედავად მსოფლიო ლიდერები რას ამბობენ. ატომური ომი მომგებიანი არავისთვის იქნება, ის ყველას დააზარალებს. სხვადასხვა ქვეყნებს, განსხვავებული ტიპის ბირთვული ქობინები აქვს, ზოგს ბირთვის დაშლაზე, ზოგს კიდევ უფრო დამანგრეველი, მსუბუქი ბირთვების სინთეზზე(შერწყმა). ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია, ზოგი ატომურ აფეთქებებს ანხორცილებს, ამბობს რომ ორივე ტიპის იარაღი აქვს, სხვებიც ამბობენ, რომ თერმობირთვული ბომბები აქვთ, რაც სიცრუე შეიძლება აღმოჩნდეს. დედამიწის შემსწავლელმა მეცნიერებმა ძალიან კარგად იციან, როგორ ვრცელდება ტალღები პლანეტის წიაღში, ამიტომ სიმართლის გასაგებად ქვეყნების ლიდერთა წამება საჭირო არ იქნება 🙂 , ისეც გაირკვევა ყველაფერი.

 2016 წელს ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ წყალბადის ბომბი ააფეთქა და ნებისმიერი აგრესორის წინააღმდეგ გამოიყენებს მას. მასმედიამ კი სოკოსმაგვარი ღრუბლების არქივიდან ამოღებული ძველი კადრები გვიჩვენა. ატმოსფეროში მოხვედრილი რადიაცია ძალიან საშიშია და თან 1996 წელს მიღებულ ატომური აფეთქებების აკრძალვის შესახებ შეთანხმებას არღვევს. თუ ქვეყნებს ჩუმად სურთ ასეთი ცდების ჩატარება, ყველაზე უფრო დაფარულ ადგილებში აკეთებენ ამას – მიწის ქვეშ.

 მსოფლიოს ყველა წერტილში არსებული სეისმური მონიტორინგის ცენტრები გვეხმარება გავიგოთ, რამდენად ძლიერი იყო აფეთქება და დედამიწის რომელ წერტილში მოხდა ის. ა.შ.შ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 2016 წლის 6 იანვარს ჩრდილოეთ კორეაში მოხდა სეისმური მოვლენა, მაჩვენებლით – 5.1, სიღრმით 0,0 კმ. ამ მონაცემების მიხედვით, გამონთავისუფლებული ენერგიის მაჩვენებელი დადგინდა – 10 კილოტონა ტროტილის ექვივალენტით.

ატომური აფეთქების ტალღები – წითლად.

 მიწისძვრის სიძლიერისა და სიღრმის შესახებ არსებული ირიბი მტკიცებულებების გარდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორიც – გენერირებული სეისმური ტალღების ტიპი. არსებობს S და P ტალღები, წანაცვლებადი, ან მეორადი და გრძივი, იგივე პირველადი ტალღები. ბუნებრივი მიწისძვრა მძლავრ S-ტალღებს წარმოქმნის, ატომური აფეთქება კი ძლიერ P-ტალღებს. ტალღების პროფილი, რომელიც მთელ მსოფლიოში მიიღეს, ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ მართლაც ატომური აფეთქება მოახდინა, მაგრამ რომელი – ბირთვის დაშლით თუ სინთეზით?

  •  ბირთვის დაშლის პრინციპზე მოქმედ ბომბში მძიმე ქიმიური ელემენტია გამოყენებული, დიდი რაოდენობით პროტონებითა და ნეიტრონებით მასში, მაგალითად, ურანისა და პლუტონიუმის იზოტოპები. მათ ნეიტრონებით ასხივებენ, რომელთაც ბირთვი ჩაიჭერს. ჩაჭერასთან ერათად, ახალი იზოტოპი წარმოიქმნება, რომელიც უფრო მცირე ბირთვებად იყოფა, ენერგიისა და დამატებითი ნეიტრონების გამონთავისუფლებით, რაც ე.წ. ჯაჭვური რეაქციის წამოწყებას ახდენს. თუ ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, ამ რეაქციაში ატომთა უამრავი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას, რაც გრამობით მატერიას სუფთა ენერგიად გარდაქმნის – E = mc2.
  •  თერმობირთვულ ბომბში, უზარმაზარი ენერგიის, ტემპერატურისა და წნევის ზემოქმედებით მსუბუქი ბირთვები, მაგალითად, წყალბადი, ერთმანეთს ერწყმის და ჰელიუმად გარდაიქმენა, გაცილებით მეტი ენერგიის გამოფრქვევით, ვიდრე ბირთვული დაშლისას(თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო). იმდენად მაღალი ტემპერატურა და წნევაა საჭირო, რომ თერმობირთვული ბომბის შემქნის ერთდ-ერთი მეთოდია სასინთეზო წყალბადის შემოფარგვლა საწვავით, ბირთვული დაშლის პრინციპზე: რათა ენერგიის უზარმაზარმა გამონაფრქვევმა სინთეზი წამოიწყოს. სინთეზის სტადიაზე მატერიის  კილოგრამი შეიძლება გარდაიქმნას სუფთა ენერგიად(პლანეტაზე აფეთქებული ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბის სიმძლავრე 50 მეგატონა იყო(სსრკ 1961 წ.)).

 რაც შეეხება ჩრდილო კერეულ რყევას, ეს ნამდვილად ბირთვულ დაშლაზე დაფუძნებული აფეთქება იყო. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჩრდილოეთ კორეელებს ყველაზე უფრო სუსტი და ეფექტური თერმობირთვული აფეთქება განუხორციელებიათ, რისი გაკეთება თეორიულადაც კი წარმოუდგენელია(წყალბადის პლაზმის პირველი ანთება სთელარატორში ვენდელშთაინ 7-X). მეორეს მხრივ, სეისმური სადგურების მიერ დაფიქსირებული ტალღები ძალიან ჰგავდა იმათ, რომელიც კორეაშივე 2013 წელს მომხდარი ატომური აფეთქებისას წარმოიქმნა.

 მოკლედ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო ბირთვულ დაშლაზე დაფუძნებული აფეთქება და არა სინთეზზე. S და P ტალღები გვიმტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ატომურ ბომბებს აფეთქებს, საერთაშორისო შეთამხმებას არღვევს, ხოლო სეისმური მონაცემები გვეუბნება, ეპიცენტრამდე სიშორის მიუხედავად, რომ არა ბირთვული სინთეზით. ჩრდილოეთ კორეას ორმოციანი წლების ბირთვული ტექნოლოგიები აქვს. მსოფლიო ლიდერები გვატყუებენ, დედამიწა კი არა(ბირთვული დაშლა და სინთეზი).

Show Comments Hide Comments

One thought on რა ააფეთქა ჩრდილოეთ კორეამ?

  1. Mari Akhalbedashvili ამბობს:

    რა კარგი საიტი გაქვთ <3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *