პირველი ვიდეო პლუტონიდან

 ინტერპლანეტარული ავტომატური სადგურის – ”ახალი ჰორიზონტები”, რომელმაც 2015 წლის ივლისში პლუტონთან ახლოს გაიფრინა, ერთ-ერთმა მოწყობილობამ, ამ ციური სხეულის ზედაპირის არა მარტო მახასიათებლები შეისწავლა, არამედ მზის სისტემის ამ ნაწილის პირველი ვიდეო ჩანაწერიც გააკეთა(nasa).

new horizons საუბარია ტელესკოპის – Ralph, ინფრაწითელი დიაპაზონის კამერაზე – LEISA. ესეც ორგანზომილებიან გამოსახულებას წერს, როგორც ჩვეულებრივი კამერა(256/256-ზე პიქსელი), შემდეგ კი წრფივად ცვალებად ფილტრში ატარებს: პიქსელთა ყოველი რიგი თავისი დიაპაზონის ტალღას ”ხედავს”, 1,25-დან 2,5 მიკრონამდე სიგრძით. ეს დიაპაზონი იმიტომ იქნა არჩეული, რომ პლუტონისეული ყინულებისთვისა და სხვა ობიექტებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშნები სწორედ აქ ჩანს კარგად.

 ყველა პიქსელი ისეა შეღებილი, რომ LEISA-ს ფილტრში გატარებული სინათლის სპექტრის გამორჩევა იყოს შესაძლებელი. წარმოდგენილი ვიდეორგოლი, ადამიანის თვალისთვის გასარჩევ სპექტრშია გადაკოდირებული. ტეხილი მოძრაობები კი აჩქარებული ჩვენებით არის შემცირებული.

 პლუტონი ისეთი ჩანს, როგორსაც მას ”ახალ ჰორიზონტებში” მყოფი ადამიანი დაინახავდა. ციური სხეულის ქაოსური მოძრაობები კადრში, აპარატის სამანევრო ძრავების მუშაობით არის გამოწვეული.

 ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Iixo6Ongj8c

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.