ორმაგი ვარსკვლავის ფორმირება

 როგორ ფორმირდება ორმაგი ვარსკვლავები? ამაში გასარკვევად, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის, ატაკამას მილიმეტრული დიაპაზონის ანტენათა მასივით (რადიო ობსერვატორია ALMA), ორმაგი ვარსკვლავის ფორმირების პროცესის ყველაზე მაღალი გარჩევადობის მქონე გამოსახულება მიიღეს. ვარსკვლავთა უმრავლესობა არ არის მარტოხელა – ისინი, ძირითადად, ჯერად სისტემებში ყალიბდება, სადაც თითოეული მნათობი, საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავს. გამოსახულებაზე ნაჩვენები ორი ელვარე ლაქა, სისტემა BHB2007-ის ორი პროტოვარსკვლავის შემომფარგლავი დისკოებია. ძაფისმაგვარი სტრუქტურები – საერთო დიდი დისკოდან მიზიდულობის ძალით ამოტყორცნილი გაზი და მტვერია. ვარსკვლავებთან ახლოს მდებარე “ძაფების” ზომა, დაახლოებით, ნეპტუნის ორბიტის რადიუსის ტოლია. სისტემა BHB2007, გველისმჭერის თანავარსკვლავედში მდებარე ფოტოგენური ნისლეულის – მილი (ბარნარდ 59), მცირე ნაწილია (ბნელი მდინარე). ორმაგი ვარსკვლავის ფორმირება რამდენიმე მილიონი წლის მერე დასრულდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.