ჰერბიგ-ჰარო 24

 ორივე მხრიდან ალესილი სინათლის ხმლის მსგავსი ობიექტი, გაზის ჭავლია, რომელსაც ახლადდაბადებული ვარსკვლავი აფრქვევს. ეს შთამბეჭდავი სცენა, აწყობილი კოსმოსური ტელესკოპიდან – „ჰაბლი“, მიღებული მონაცემების საშუალებით, ნახევარი სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს. ჰერბიგ-ჰარო 24(HH 24; ჯორჯ ჰერბიგი(ა.შ.შ.) და გილიერმო ჰარო(მექსიკა))-ის სახელით ცნობილი ობიექტი, ჩვენიდან 1300 სინათლის წლის, იგივე 400 პარსეკი(1,23×1016 კმ.), მანძილზე მდებარე მოლეკულური ღრუბლების კომპლექსში – ორიონი B, არსებულ ვარსკვლავიერ აკვანში მდებარეობს. ჰერბიგ-ჰარო 24-ის ცენტრალური პროტოვარსკვლავი, მბრუნავი აკრეციული დისკოს სიბრტყეში თავმოყრილი ცივი მტვრისა და გაზის ღრუბლებში არის ჩაძირული. დისკოდან რაც უფრო მეტი მატერია გადაედინება  ახალგაზრდა ვარსკვლავზე, მით უფრო ცხელი ხდება მნათობი. ორი ჭავლი, ვარსკვლავის ბრუნვის ღერძის გასწვრივ, საწინააღმდეგო მიმართულებებით იფრქვევა და ვარსკვლავთ შორის გარემოს კვეთს.(HH 151; HH 46/47).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.