მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა ისევ პლუტონია

 დღევანდელ დღემდე, ყველაზე უფრო დიდი ჯუჯა პლანეტის ტიტული ერისს ჰქონდა, დიამეტრით 2336 კილომეტრი. ახლად მიღებული მონაცემების მიხედვით, პლუტონის დიამეტრი 2370 კილომეტრია, ხოლო სიმკვრივე იმაზე ნაკლები, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი(საკ), 6 ჯუჯა პლანეტის არსებობას აღიარებს. ერთ-ერთი მათგანია ცერესი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდულ სარტყელში მდებარეობს. დანარჩენები, როგორც პლუტონი, ნეპტუნის ორბიტის იქეთ არის მოქცეული.

ცერესი(3-4 მაისი 2015 წელი, dawn, NASA).

 2006 წელს საკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პლუტონი აღარ ითვლება პლანეტად, რადგან ვერ აკმაყოფილებს პლანეტისთვის დამახასითებელ რიგ მახასიათებლებს, არ არის თავისი ორბიტის სიცვრცის დომინანტი.

 ჯუჯა პლანეტები, პლანეტათა ახალ კლასიფიკაციას მიეკუთვნება. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (The International Astronomical Union) ჯუჯა პლანეტა შემდეგნაირად აღწერა:

ჯუჯა პლანეტა “მაკემაკე”

“მზის ორბიტაზე მოძრავი ობიექტი, რომელიც საკმარისად დიდია (მასიური), რომ თავისივე გრავიტაციით მიიღოს მრგვალი (ან თითქმის მრგვალი) ფორმა. საბოლოოდ, ჯუჯა პლანეტა მერკურიზე პატარა უნდა იყოს. ჯუჯა შეიძლება მოძრაობდეს ისეთ ზონაში, სადაც სხვა მრავალი ობიექტია თავმოყრილი. მაგალითად, “მთავარი ასტეროიდული სარტყელი” (მარსსა და იუპიტერს შორის) არის ადგილი, სადაც ბევრი სხვაგვარი ობიექტია”.

ჰაუმეა, ჰიიაკასა და ჰამაკასთან ერთად.

 

 მეცნიერები აკვირდებოდნენ ჯუჯა პლანეტას სახელად ერისი. ამ ობიექტის, აგრეთვე ჯუჯა პლანეტების მაკემაკესა და ჰაუმეას აღმოჩენამ, პლუტონის ამოწერა გამოიწვია პლანეტების სიიდან, რადგან ზოგიერთის დიამეტრი პლუტონისას აღემატებოდა .

ასეთი გამოჩნდებოდა მზე სედნადან.

 მზის სისტემის ჯუჯა პლანეტების ზომების დადგენა რთულია, რადგან ისინი დედამიწიდან ძალიან შორს მდებარეობს(ერიდა 14 მლრდ. კმ, პლუტონი 7,4 მლრდკმ.), ამიტომ მეცნიერები შეფასებების არაპირდაპირ მეთოდებს იყენებენ. ამ შემთხვევაში ასტრონომები აკვირდებოდნენ თუ როგორ დააბნელა ერისმა ერთ-ერთი შორეული ვარსკვლავი(გაიარა მის წინ). აკვირდებოდნენ რა სხვადასხვა წერტილებიდან მეცნიერებმა შეძლეს ზუსტად შეეფასებინათ ჩრდილის ზომები, რის საფუძველზეც დაადგინეს ჯუჯა პლანეტის დიამეტრი. ახალი მონაცემების მიხედვით, ერისის დიამეტრი ნამდვილად მცირეა 2340 კმ-ზე, აქამდე ითვლებოდა, რომ ეს მაჩვენებელი 2600 კმ-ს. უტოლდებოდა. თუ ეს ახალი გაზომვები დამტკიცდება, მაშინ პლუტონი დაკარგულ სტატუსს აღიდგენს, თუმცა ერისი სარტყელის ყველაზე მასიურ ობიექტად რჩება. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რატომ არის თითქმის  ერთნაირი ზომების ობიექტებს შორის მასათა ასეთი დიდი სხვაობა.

ერისი.

 ამ ობიექტების აღმოჩენამ ნეპტუნს იქეთ(ელიფსური ორბიტის გამო ზოგჯერ პლუტონი მზესთან უფრო ახლოს აღმოჩნდება ხოლმე ვიდრე ნეპტუნი), გამოიწვია პლუტონის ამოღება პლანეტების სიიდან , რადგან ზოგიერთი მათგანი მასზე დიდია. ახლა პლუტონი და პლუტოიდები ჯუჯა პლანეტების რიცხვს მიეკუთნება. იქაური 1 წელი 245,73 დედამიწისეულს უდრის, ე.ი. აღმოჩენის მერე პლუტონზე ერთი წელი არცკი გასულა, ანუ მას შემდეგ მზის გარშემო ერთი ბრუნი ჯერ არ გაუკეთებია. ჯუჯა პლანეტებს ეკუთვნის ასტეროიდი ცერესიც. იგი მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდების სარტყელში მდებარეობს.

ახალი ჰორიზონტებიდან” გადმოცემული ახალი მონაცემების მიხედვით, პლუტონის თანამგზავრის – ქარონი, დიამეტრი უცვლელი დარჩა – 1280 კილომეტრი. სხვა ორი თანამგზავრის ზომა, ნიქტა და ჰიდრა, 35 და 45 კილომეტრს უტოლდება, შესაბამისად. კიდევ უფრო პატარა ცერბერისა და სტიქსის ზომების დადგენა, მათი დაბალი ელვარების გამო, ჯერჯერობით ვერ დადგინდა.

transneptunuri-obieqtebi

 2015 წლის 14 ივლისს, როცა ”ახალი ჰორიზონტები” მაქსიმალურად მიუახლოვდება პლუტონს(ორბიტაზე ვერ გავა), მათ შორის მანძილი 12,5 ათასი კილომეტრი იქნება. სწორედ ამ დროს შეძლებენ მეცნიერები, პლუტონისა და ქარონის უჩვეულო ლანდშაფტების დანახვას, აპარატის საშაულებით რა თქმა უნდა. მისიის რეალიზაცია 600 მილიონ დოლარეზე მეტი დაჯდა. თვითონ აპარატი, რაკეტა-მატარებელი Atlas V-ით, 2006 წლის 19 იანვარს, კანავერალის კონცხზე არსებული კოსმოდრომიდან გაუშვეს.

 პლუტონი-ქარონის სისტემის შესწავლის მერე, NASA მზის სისტემის უფრო შორეული რეგიონის, კოიპერის სარტყელის შეისწავლას გეგმავს. სავარაუდოდ, მისია 2020 წლამდე გაგრძელდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.