მერკურის ნატრიუმის კვალი

 ეს რა გადღაბნილი ზოლია მერკურის უკან? მზის სისტემის ყველაზე შიდა პლანეტის ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებულ ფოტოებზე, უნცაურობა შეიძლება აღმოვაჩინოთ: კუდი. მარკურის გაიშვიათბეული ატმოსფერო მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, რომლის ატომთა ნათება მზის სხივებით აგზნებით არის გამოწვეული. მზის სხივები ასევე ამ ატომებს მერკურის ატმოსფეროდან ანიავებს. ნატრიუმის ნათების მეტი წილი სპექტრის ყვითელ ფერზე მოდის (გაიხსენეთ ქუჩის შუქდიოდებამდელი განათება). ამ ფოტოზე, მერკური და მისი ნატრიუმის კუდი, სწორედ ყვითელი ფერის გამტარი ფილტრით არის გადაღებული. კუდის არსებობა ჯერ კიდევ წინა საუკუნის ოთხმოციან წლებში იყო ნავარაუდევი, ხოლო აღმოჩენა 2001 წელს მოხდა. მისი დეტალები ნასას ავტომატური კოსმოსური აპარატით, “მესენჯერით” იქნა გამოვლენილი (2011-2015 წ.). კუდი, ჩვეულებრივ, კომეტებთან ასოცირდება. ერთი ასეთი კუდიანი ახლა, შეუიარაღებელი თვალით შეგიძლიათ ნახოთ დილის ცაზე (ექნება საღმოს ხილვადობაც) – კომეტა C/2020 FЗ (NEOWISE) გამოჩნდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.