წითელი პლანეტის ატმოსფეროში მეთანის (ერთ-ერთი მთავარი ”ბიომარკერი”) კვალი ორი ათეული წლის წინათ აღმოაჩინეს. ახალმა ორბიტულმა თანამგზავრმა კი ის საერთოდ ვერ ნახა. თუ ეს მონაცემები დამტკიცდა, ოცნება უცხოპლანეტელ ბაქტერიებზე, რომლებიც მარსის წიაღიდან მეთანს აფრქვევენ, ოცნებადვე დარჩება.
პირველი ნიშნები მეთანის არსებობისა ”მარს ექსპრესმა” 2004 წელს აღმოაჩინა. სპეციალისტებმა კი გადაწყვიტეს, რომ საიმედო მტკიცებულების მისაღები მგრძნობელობა მაშინდელ ინსტრუმენტებს არ ჰქონდა. 10 წლის მერე, მარსმავალმა ”ქიურიოსიტიმ” ამ გაზის კვალი ისევ აღმოაჩინა (7 მემილიარდედი), ატარებდა რა კვლევებს გეილის კრატერში. კიდევ რამდენიმე წლის მერე, ისევ ამ მარსმავლის დახმარებით, მეცნიერებმა მცირე სეზონური ციკლი გამოიყვანეს, რომლებშიც მეთანის კონცენტრაციის მაქსიმალურ მნიშვნელობებზე მეთანის წილი უკვე 0,7 მემილიარდედი იყო – ანუ 10-ჯერ მცირე!
ამ ამოცანის ამისახსნელად, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, 2016 წელს, მარსისკენ ზონდი TGО გაუშვა. ის, ორი მგრძნობიარე სპექტროგრაფით არის აღჭურვილი – ბელგიური NOMAD და რუსული ACS – რომელთაც მეთანის უმცირესი კონცენრაციის აღმოჩენაც შეუძლია. ორივ ეპარატი მარსის ატმოსფერის ჰორიზონტულ ჭრილებს იკვლევს და ახლაც კარგად ფუნქციონირებს. მეცნიერები ამ ფაქტმა დააბნია: მიუხედავად იმისა, რომ გადმოცემულ მონაცემებში უამრავი ფონური ”ხმაურია”, რომელთა გაფილტვრა ახლაც მიმდინარეობს, უკვე სრულიად ააშკარაა – მარსის ატმოსფეროში არანაირი მეთანი არ არის!
”ქიურიოსითი”-ს ჯგუფი ეჭვობდა, რომ მეთანის ამონაფრქვევთა ციკლურ ხასიათს პლანეტის წიაღში არსებული წყარო განაპირობებდა (ალბათ, არა მარტო გეოლოგიური, არამედ ორგანულიც). ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეთანის წყარო არ არის მარსის გარეთ. არა და, არსებობს კიდევ ერთი უჩვეულო გარემოებაც: ასტრონომები ეჭვობდნენ, რომ წლის განმავლობაში კოსმოსურ მტვერთან ერთად მარსის ატმოსფეროში ტონობით ორგანული ნაერთები ხვდება, რაც მეთანის ფორმირებას უნდა იწვევდეს. მაშინ, სად გაქრა ნივთიერებათა ეს უზარმაზარი მასა?
ჯერჯერობით, ასტრონომებს პასუხი არ აქვთ. TGO მუშაობას 2022 წლამდე გააგრძელებს, ასე რომ, კაცობრიობას მარსის კიდევ ერთი საიდუმლოს ამოხსნის შანსი ისევ რჩება (სიცოცხლე მარსზე).