მაგელანის დიდი ღრუბლის ბრუნვა

 ეს, გადღაბნილი ფოტო არ არის. სურათზე დეტალურადაა ნაჩვენები, როგორ ბრუნავს ირმის ნახტომის დიდი თანამგზავრი – მაგელანის დიდი ღრუბლი. პირველად მისი ბრუნვა ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა, აქ კი ბრუნვა, მზის გარშემო მოძრავი ევროპული Gaia(გლობალური ასტრომეტრიული ინტერფერომეტრი ასტროფიზიკისთვის/ESA)-დან გადმოცემულ უფრო ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით არის დემონსტრირებული. ”გაია” იმდენად ზუსტად ადგენს ვარსკვლავების მდებარეობას, რომ გამოსახულებათა მიმდევრობაზე მათი უმცირესი საკუთარი მოძრაობების აღმოჩენაც კი შეიძლება, რისი რეგისტრირებაც აქამდე შეუძლებელი იყო. დიდი მაგელანის მილიონობით სუსტად მანათობელი ვარსკვლავის კვალი აქ გადაჭარბებული სახით არის წარმოდგენილი. გამოსახულებაზე ბრუნვის ცენტრის მოძებნაც კი შეიძლება: ე.წ. ბართან ახლოს ზემოთ(ვარსკვლავებისგან შემდგარი ხიდი სპირალური გალაქტიკის მკლავების ძირში). სამხრეთ ნახევარსფეროდან ხილული დიდი მაგელანი, პატარა სპირალური გალაქტიკაა, დეფორმირებული ირმის ნახტომთან და პატარა მაგელანთან გრავიტაციულ ჭიდილში(დიდი მაგელანის თავხედობა…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.