განახლდა: 05/05/2013

გალაქტიკების დამაკავშირებელი მტვრისა და გაზის „კუდი“ გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგია. მიზიდულობის ძალები აიძულებენ გალაქტიკებს ხან მიუახლოვდნენ, ხან დაშორდენენ ერთმანეთს. მილიარდობით წლის მერე ეს დაახლოებები, საბოლოოდ ერთი დიდი გალაქტიკის წარმოქმნას გამოიწვევს. დღეს ასტრონომებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ასეთი გლობალური ურთიერთქმედებები გალაქტიკების ევოლუციის განუყოფელი ნაწილია და არც ჩვენი გალაქტიკაა გამონაკლისი.