იუპიტერის ოჯახის მოკლეპერიოდიანი – 4,5 წელიწადი, კომეტა 46P/ვირთანენი, 1948 წლის 17 იანვარს ამერიკელმა კარლ ვირთანენმა ფოტოგრაფიული მეთოდით აღოაჩინა. იუპიტერის ოჯახის კომეტათა პერიჰელიუმი(უახლოესი წერტილი მზესთან) 5-6 ასტრონომიულ ერთეულს უტოლდება(1 ა.ე. = 150 000 000 კმ.). ამ კომეტის ბირთვის დიმეტრი შეფასებულია როგორც 1,2 კილომეტრი. დაკვირვებათა მცირე რაოდენობის გამო, ამ ობიექტის მოკლეპერიოდიან კომეტად აღიარებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.
”როზეტა”-ს გაშვებას ამ კომეტის საკვლევად აპირებდნენ, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მისია გადადო და ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტისკენ გადაამისამართა.
2018 წლის დეკემბერში ამ მოკლეპერიოდიანი კომეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი, 16 დეკემბერს კომეტა 11 620 000 კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება დედამიწას.
ავტორი: გიორგი ჯმუხაძე.