ზონდმა დაიძინა, რა იქნება მერე?

 სანამ “ფილი”-ს კვლევითი მოწყობილობა მუშობდა, მისი აკუმულატორები თითქმის ბოლომდე განიმუხტა და ზონდი ძილის რეჟიმში გადავიდა. ზოგადად, “ფილის” მუშაობით ევროპელები კმაყოფილი არიან. დარჩნილი ენერგია ზონდსა და “როზეტას” შორის მონაცემების გაცვლას უნდა მოხმარდეს. გარდა ამისა, მზესთან მიახლოებასთან ერთად ადგილი, სადაც აპარატი მდებარეობს, უფრო მეტად განათდება და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ექსპერტები მის გამოა ასეთიაღვძებას არ გამორიცხავენ. ყველაზე უფრო თავშეკავებული პროგნოზებით, მისია “ფილი” დასრულებულია.

 კომეტის ზედაპირის ასეთ სიმკვრივეს მეცნიერები არ მოელოდნენ. ბურღმა მხოლოდ ზედა რბილი ფენა გაიარა, ხოლო უფრო ქვეშ მდებარე მკვრივ ქანებს ვერ მოერია. გაურკვეველია, ყველა კომეტა ასეთია თუ უბრალოდ ამ ზონდს არ გაუმართლა. შეიძლება, ბურღი კომეტის ზედაპირზე ჩამოვარდნილი ასტეროიდის ფრაგმენტებს წააწყდა. უკან ამოღების მერე ბურღის ტემპერატურა ძალიან დაბალი აღმოჩნდა, მას მგონი რაღაც მიეკრო კიდეც.

 ახლა მეცნიერებმა დასაშვები მოდულიდან გამოგზავნილი ინფორმაცია უნდა შეისწავლონ და კომეტაზე დაკვირვება მის გარშემო მბრუნავი “როზეტადან” გააგრძელონ. პროგრამა დაახლოებით 2 წელზეა გათვლილი. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კომეტასთან “როზეტას” მიახლოება და ზედაპირზე დასმაც არის შესაძლებელი.

 “ფილის” გამოღვიძების მცდელობებს ESA-ს ინჟინრები გააგრძელებენ. ხარვეზების მოუხედავად, ასტრონომებს ახლა კომეტის შესახებ უნიკალური მონაცემები გააჩნიათ, რომელთა მიღება მასზე ზონდის დაშვების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.