ყველაზე ცხელი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება ყველაზე მოკლე დროში განადგურდეს. განწირულ პლანეტას ამჟამად თავისივე შემქნელი ვარსკვლავი „ჭამს“. სრულ განადგურებამდე დაახლოებით 10 მილიონი წელი დარჩა.
პლანეტა სახელად WASP-12b იმდენად ახლოსაა თავის, მზისმაგვარ ვარსკვლავთან, რომ თითქმის 1500 გრადუსამდე ცხელდება და ძლიერი გრავიტაციისაგან გაწელილი ბურთის ფორმას იღებს. ატმოსფერო სამი იუპიტერის რადიუსის გახდა და თავის მატერიას ვარსკვლავისეკენ აფრქვევს.
მასით ხსენებულ იუპიტერზე 40%-ით მეტია.
ნივთიერების ასეთი გაცვლა, ვარსკვლავების მჭიდრო, ორმაგ სისტემებში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ პლანეტასა და ვარსკვლავს შორის პირველად დაფიქსირდა.
WASP-12 ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რომელიც დედამიწიდან 600 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ცხელი პლანეტა კი მასთან ისე ახლოსაა, რომ ის თავის ორბიტას 1,1 დღეში გადის(მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მერკური ორბიტაზე სრულ ბრუნს 88 , ხოლო დედამიწა(მესამე მზიდან) 365 დღეღამეს ანდომებს).
როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას
Posted by