ეს ასტრონომიული კვირა

 4 ნოემბერს, მთვარე მაქსიმალურ აღმოსავლურ ლიბრაციას 5,6 გრადუსიან გრძედზე მიაღწევს, ხოლო მერკური, მზესთან ქვედა შეერთებაში შევა. 6 ნოემბერს, ვენერა, სპიკას სამხრეთით ერთნახევარ გრადუსზე გაივლის. 7 ნოემბერს, მთვარე (ფ = 0,04-) ვენერასთან ახლოს გაივლის და 0,03- ფაზაში კი სპიკასთან ახლოს. 8 ნოემბერს, მთვარე (ფ = 0,01-) მერკურის ახლოს აღმოჩნდება. 10 ნოემბერს, მთვარე მაქსიმალურ ჩრდილოეთის ლიბრაციას 6,5 გრადუსიან განედზე მიაღწევს. 11 ნოემბერს, მთვარე (ფ = 0,04+) ანტარესთან ახლოს, ხოლო ვენერა დგომის წერტილზე გავა და პირდაპირ მოძრაობაზე დაიწყებს. 12 ნოემბერს, კუროს თანავარსკვლავედიდან ჩრდილოეთ ტაურიდების მეტეორული წვიმს (ZHR = 5) პიკი (ენკეს კომეტა (2P/Encke)), ხოლო მთვარე (ფ = 0,09+) ცის ეკვატორიდან სამხრეთით მაქსიმალური დახრილობის წერტილს გაივლის. 13 ნოემბერს, მერკური დგომის წერტილზე გავა და პირდაპირ მოძრაობაზე დაიწყებს, ხოლო მთვარე (ფ = 0,17+) თავისი ორბიტის აპოგეას, დედამიწის ცენტრიდან 405 619 კმ-ის დაშორებით მიაღწევს. 16 ნოემბერს, მარსი, იუპიტერიდან ჩრდილოეთით 1,2 გრადუსით გაივლის, ხოლო 17 ნოემბერს, მთვარე (ფ = 0,50+) ორბიტის აღმავალ კვანძზე იქნება. 18 ნოემბერს, ლეონიდების მეტეორული წვიმა (ZHR =20) მაქსიმალურ აქტივობას მიაღწევს. 20 ნოემბერს, მთვარე მაქსიმალურ დასავლურ ლიბრაციას 7,3 გრადუს გრძედზე მიაღწევს; 0,79+ ფაზაზე მთვარე, ნეპტუნს მიუახლოვდება; ხოლო 0,83+ ფაზაზე – სატურნს. 21 ნოემბერს, მერკურის მაქსიმალური დასავლეთ (დილის) ელონგაცია – 20 გრადუსით მზიდან. 22 ნოემბერს, ერთრქოსანი თანავარსკვლავედიდან ალფა-მონოცეროტიდების მეტეორული წვიმა (ZHR = 5+) მაქსიმალურ აქტივობას მიაღწევს, ხოლო ვენერა, სპიკის ჩრდილოეთით ორი გრადუსით გაივლის (პლანეტების მოძრაობა ცის თაღზე).