ეგზოპლანეტების პირდაპირი გამოსახულების მიმღები – GPIES (Gemini Planet Imager Exoplanet Survey)

 ე გ ზ ო პ ლ ა ნ ე ტ ა – არა მზის სისტემაში, არამედ სხვა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტაა. ეგზოპლანეტების აღმოჩენა ბევრი სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი, მაგრამ რა გასაკვირია, რომ მათი პირდაპირი გამოსახულების მიღება, ადამიანს ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს.

 მაინც, როგორ ხდება ეგზოპლანეტების სურათების გადაღება? ამისთვის ხელოვნურად დააბნელებენ ვარსკვლავს – გადაფარავენ მას ისე, რომ დაიფაროს მისი სიკაშკაშე, რის შედეგადაც მის გარშემო მბრუნავი, ნაკლებად კაშკაშა ობიექტები გამოჩნდება.

 ცენტრში, ყვითელი ვარსკვლავით აღნიშნული შავი წრე – ცენტრალური მნათობია, მის გარშემო განლაგებული ნათელი წერტილები – ამ მნათობის გარშემო მსრბოლავი პლანეტები.

 ეგზოპლანეტების პირდაპირი გამოსახულების მიმღებმა – GPIES ახლახანს დაასრულა 4-წლიანი საცდელი სამუშაო, რომელიც მზეზე ახალგაზრდა, უახლოეს 531 ვარსკვლავთან აღმოჩენილი გაზის გიგანტების დაფიქსირებას ისახავდა მიზნად. კვლევის შედეგად, ექვსი გიგანტი ეგზოპლანეტა და ოთხი ყავისფერი ჯუჯა გამოვლინდა, რითაც დადასტურდა,  რომ მზის მსგავს ვარსკვლავებს, იუპიტერზე უფრო შორ მანძილზე, პლანეტები თითქმის არ ჰყავთ. 29 ვარსკვლავის გარშემო ფორმირების პროცესში მყოფი კლდოვანი პლანეტები გამოვლინდა, და ამ კლდოვან ნატეხებს შორის აშკარად ჩანს, რომ ვარსკვლავებთან ახლოს ძალიან პატარა, დედამიწის ზომის პლანეტების ფორმირება მიმდინარეობს (რაც საკუთარი თვალით აქამდე არავის უნახავს, იყო მხოლოდ თეორია). ასეთი წარმატებული კვლევების შემდეგ პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს, რაც განახლებულ ხელსაწყო-აპარატებს და პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს. განიხილება ჩილედან ჰავაიზე გადასვლაც, სადაც დაკვირვებისთვის უკეთესი პირობებია, თუმცა, შესაძლოა პარალელური პროგრამაც გაიხსნას.

 მეტი ინფორმაცია GPIES-ს შესახებ იხილეთ: http://planetimager.org

 ნახეთ Facebook-ზე გავრცელებული ცოცხალი ჩანაწერი: სიმონ სთილი და ტომ ესპოსიტო, ”ეგზოპლანეტების პირდაპირი გამოსახულების მიმღები – GPIES” და ახალგაზრდა სამყაროების ძიება.

ვიდეო: https://www.facebook.com/SETIInstitute/videos/1219157551626660/

დაწვრილებით ეგზოპლანეტების ძიების მეთოდების შესახებ იხილეთ: http://astronet.ge/2012-08-26-16-16-33/.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.