მზის სისტემის ყველაზე ღრმა კანიონმა (მარინერი), მარსის ზედაპირი ლამის ორ ნაწილად გაყო. მისი სიგრძე 3000 კმ.-ზე მეტია, სიგანე 600 კმ, ხოლო სიღრმე – 8 კმ. შედარებისთვის, არიზონის დიდი კანიონი სულ 800 კმ.-ის სიგრძისაა, სიგანე – 30 კმ, სიღრმე კი 1,8 კმ.
მარინერის წარმონაქმნის ბუნება დღემდე დაუდგენელი რჩება. ლიდერობს ჰიპოთეზა, რომ ეს არის უზარმაზარი ბზარი, წარმოქმნილი მილიარდობით წლის წინ, პლანეტის გაცივებისა და გამყარების დროს. კანიონის მიდამოებში გარკვეული გეოლოგიური პროცესებია შემჩნეული. ეს სურათი მოზაიკაა, შედგენილი 100-ზე მეტი ფოტოთი, რომლებიც საპლანეტათშორისო მისია „ვიკინგმა“, 1970 წელს გადაიღო.