განწირული ვარსკვლავი

 η(ეტა) Carinae(თანავარსკვლავედი გემის ხერხემალი) აფეთქების ზღვარზეა. მომავალ წელს მოხდება ეს თუ მილიონობით წლის მერე, ზუსტად არავინ იცის. მზეზე ასჯერ მასიური ვარსკვლავი, ზეახლად აფეთქების რეალური კანდიდატია. ცნობილია, რომ დაახლოებით 150 წლის წინ, ხერხემლის ეტაზე უჩვეულო ამოფრქვევა მოხდა, რამაც დროებით ის სამხრეთის ცის ყველაზე ელვარე ვარსკვლავად აქცია. ეს ვარსკვლავი ბუნებრივი ლაზერული გამოსხივების წყაროც არის. რთული კომპიუტერული დამუშავებით მიღებული გამოსახულება, ამ უნიკალური ვარსკვლავის შემომფაგრლავი უჩვეულო ნისლეულის ახალ დეტალებს ამჟღავნებს – გავარვარებული ცენტრი და უცნაური რადიალური ზოლები. გაზისა და მტვრისგან შემდაგრი ბოჭკოსმაგვარი სტრუქტურები, ცენტრიდან გამოსხივებულ ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს. რადიალური ზოლების ბუნება ახლაც გაურკვეველი რჩება. როგორ წარმოიქმნა ეს ნისლეული? ან თუ მოხერხდება ეტას აფეთქების თარიღის წინასწარმეტყველება?(ყველაზე დიდი და მასიური ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.