კოსმოსური ”მედუზა”, დედამიწიდან მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, Abell(ეიბელ)267-ის სახელით ცნობილ გალაქტიკურ გროვაში მდებარეობს(phys.org/news). ელიფსური გალაქტიკების კლასის კუთვნილ ობიექტს, მკვეთრად გამოხატული ელვარე ელიფსური ბირთვი გააჩნია, რაც უფრო ვშორდებით მას, მით უფრო ნაკლებია ელვარება. სხვა ასეთი ობიექტებისგან განსხვავებით, ამ ”მედუზას” გააჩნია ”კუდი” და წაგრძელებული წვეთის მსგავსი ცალკეული სტრუქტურები. ”კუდი” და წვეთისებური წარმონაქმნები ცალკეული ვარსკვლავებისა და გაზურ-მტვროვანი ღრუბლებით არის ფორმირებული.
მეცნიერთა აზრით, ”მედუზადან” გამომავალი ”კუდი”, გროვის შესქელებულ ნივთიერებებში ამ გალაქტიკის გავლით გააჩნდა, ხოლო ”წვეთები”, სხვა გალაქტიკასთან შერწყმის პროდუქტია. ობიექტის აღმოჩენა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ჩილე) ძალიან დიდ ტელესკოპზე(VLT) დაყენებული სპეციალური ინსტრუმენტის – MUSE(მულტისპექტრული მკვლევარი), საშუალებით მოხერხდა.
გალაქტიკურ გროვას(კლასტერი) უწოდებენ ზესტრუქტურას, რომელიც გრავიტაციულად დაკავშირებული გალაქტიკებისგან არის შედგენილი. კლასტერის ზომა რამდენიმე ათეულ მილიონ სინათლის წელს შეიძლება უტოლდებოდეს(რამ წარმოქმნა ნისლეული მედუზა?).