ანგარიში 50 ეკზოპლანეტის შესახებ

 ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის( ESO) ასტრონომებმა კონფერენცია ” Extreme Solar Systems“-ზე შვეიცარიაში, წარმოადგინეს 50 ახალი ეკზოპლანეტის სია, რომლებიც მათ სპექტროგრაფ HARPS-ისშუალებით აღმოაჩინეს.
                        ეკზოპლანეტა მხატვრიოს წარმოდგენაში(ESO).
50 ახალი პლანეტიდან 16 ე.წ. სუპერდედამიწები არიან – ანუ მათი მასები 1 დან 10 დედამიწის მასის ფარგლებშია. მათ შორის ყველაზე საინტერესო სუპერმიწა HD 85512b-ა(3,6 დედამიწის მასა), მყოფი სიცოცხლისათვის შესაფერის რეგიონში, მის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა. ის იალქნის თანავარსკვლავედში მდებარეობს, 36 სინათლის წლის მანძილზე მზის სისტემიდან.

  ევროპის კოსმოსური სააგენტოს სამხრეთ ამერიკული ობსერვატორია. ყველაზე დიდი ტელესკოპი(VLT).
აღმოჩენის თანავე, რომელზეც განცხადება 2011 წლის აგვისტოში გაკეთდა, HD 85512b სიცოცხლის არსებობისათვის შესაფერის მთავარ კანდიდატად გამოცხადდა. მეცნიერთა გათვლებმა აჩვენა, რომ ევროპის მომავალი ტელესკოპით( E-ELT), რომელის მშენებლობა 10-11 წლიწადში დასრულდება, შესაძლებელი იქნება უშუალოდ ამ პლანეტის ფოტოგრაფირება.
დაკვირვებათა შედეგები, ყველაფერთან ერთად, საშუალებას იძლევა შეფასდეს ეკზოპლანეტების რაოდენობა. ასტრონომთა აზრით, დაახლოებით 40% მზის მაგვარი ვარსკვლავების გარშემო, სატურნზე მცირე მასის, ერთი პლანეტა მაინც არის. ეს კიდევ უფრო მაღლა წევს იმის შანსს, რომ ახლო მომავალში აღმოჩენილი იქნება დედამიწის მაგვარი ეკზოპლანეტაც.


სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონების შედარება. ვერტიკალურ სკალაზე მოცემულია ვარსკვლავების მასები, ჰორიზინტალურზე მანძილი ასტრონომულ ერთეულებში. ცისფერი ზოლით სასიცოცხლო ზონაა ნაჩვენები, მუქი ცისფერით შესაძლო სასიცოცხლო ზონა, წარმოქმნილი ჯერჯერობით უცნობი გარემოებებით( ESO, Franck Selsis, Univ. of Bordeaux-ის ილუსტრაცია).

_ინსტრუმენტი HARPS-ი სპექტროგრაფია, დამონტაჟებული ESO-ს სამხრეთულ ობსერვატორიაში 3,6 მეტრიან ტელესკოპზე(ჩილე, ლასილა). სხვა ფუნქციებთან ერთად ის ვარსკვლავის სპექტრულ რხევებსაც აფიქსირებს, რაც ამ ვარსკვლავებთან არსებული პლანეტების გრავიტაციული ზემოქმედებითაა გამოწვეული. სპექტროგრაფის სამიზნეთა სიაში უახლოესი ვარსკვლავები შედიან. 8 წლის განმავლობაში მისი სშუალებით 150-ზე მეტი ეკზოპლპანეტის აღმოჩენა მოხერხდა.
_იგეგმება, რომ 2016 წლისთვის მას სპექტროგრაფი ESPRESSO შეცვლის, რომელიც ყველაზე დიდ ტელესკოპზე დაყენდება( VLT). ამ ინსტრუმენტის მგრძნობელობა HARPS-ზე რამდენიმეჯერ მეტი იქნება, რაც მას სშუალებას მისცემს დაინახოს კლდოვანი პლანეტები კიდევ უფრო მკრთალი ვარსკვლავების გარშემოც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *