ათასობით ახალი ასტეროიდი

 ასტრონომებმა, მზის სისტემაში დაახლოებით 33 ათასი აქამდე უცნობი ასტეროიდი და 20 კომეტა აღმოაჩინეს. ყველა ეს ობიექტი, ორბიტალურმა ტელესკოპმა WISE-მ მოძებნა, რომელიც ამჟამად თავისი მისიის “სითბურ”(ის ინფრაწითელ დიაპაზონში მუშაობს) ნაწილს ასრულებს.

 სხვა ახალ კოსმოსურ ობიექტებთან ერთად აღმოჩენილ იქნა 134 NEO(დედამიწასთან ახლოს მოძრავი ობიექტები). ასეთი ტერმინით ასტრონომები მოიხსენიებენ კომეტებსა და ასტეროიდებს, რომლებიც დედამიწიდან 1,3 ასტრონომული ერთეულის ფარგლებში უახლოვდებიან(1 ა.ე. = 150 000 000 კმ. მანძილი მზიდან დედამიწამდე).

 WISE ორბიტაზე 2009 წლის 14 დეკემბერს გაიყვანეს, მისი ამოცანაა ცის სკანირება ინფრაწითელ დიაპაზონში. იმისათვის, რომ აპარატმა ძალიან ცივი ობიექტები დააფიქსიროს, მისი დეტექტორების კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე გაცივებაა საჭირო, რაც თხევადი წყალბადის საშუალებით ხდება. ამ უკანასკნელის მარაგი ტელესკოპს 10 თვე ეყო, ამიტომ 2010 წლიდან ახალ მისიაზე გადავიდა , სახელად NEOWISE. მთავარი მისიის შესრულების დროს მან ი.წ. დიაპაზონში ცის 1,5-ჯერ დათვალიერება მოასწრო და 1,8 მლიონამდე ფოტო გადაიღო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.