ფერმის ლაბორატორიის მეცნიერებმა ტელესკოპის კამერაზე დაიწყეს მუშაობა,
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
ფერმის ლაბორატორიის მეცნიერებმა ტელესკოპის კამერაზე დაიწყეს მუშაობა,
მეცნიერებმა მოძებნეს კიდევ ერთი მტკიცებულება ბნელი ენერგიის სასარგებლოდ – უფრო ზუსტად რომ ვქვათ, მათ აღმოაჩინეს ერთ ერთი ალტერნატიული თეორიის არამართებულობა, რომელიც სამყაროს განიხილავს ბნელი ენერგიის მონაწილეობის გარეშე. მეცნიერთა ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ Astrophisical Journal-ში, ხოლო მოკლედ ამ ინფორმაციას ავრცელებს პორტალი Space.com-ი.
თანამედროვე მონაცემები სამყაროს გაფართოების შესახებ ბნელი მატერიის თეორიას ეწინააღმდეგებიან – სამაგიეროდ აინშტაინის ძველ ჰიპოთეზას უჭერენ მხარს(The University of Arizona).
ბნელი ენერგიის არსზე ჯერ კიდევ კამათი მიმდინარეობს. ცნობილია, რომ თანაბრადაა განაწილებული სამყაროში, აქვს ძალიან დაბალი სიმკვრივე(10−29გრ/სმ3) და არ შედის ჩვეულებრივ ნივთიერებასთან ურთიერთქმედებაში გარდა გრავიტაციულისა, ამიტომ ლაბორატორიულ პირობებშიც ძნელი იქნება მისი აღმოჩენა. ასეთი ღრმა ზემოქმედება სამყაროზე ბნელი ენერგიის მიერ სივრცეების ერთგვაროვანი და ყოვლისმომცველი შევსებით აიხსნება.