მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ბნელი მატერიის კრიოგენული ძებნის(Cryogenic Dark Matter Search) ექსპერიმენტს მინესოტას ღრმა მაღაროში, დეტექტორ CDMS-II-ზე ატარებს, კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ვიმპების(სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკები) დიაპაზონის შესაბამისი სამი მოვლენა დააფიქსირეს. ვიმპები კი ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკების ძირითად კანდიდატებად ითვლებიან(Phys.Org).



რა დაემართა ფოტოზე გამოსახულ გალაქტიკურ გროვას? ამის გასარკვევად მარტო კოსმოსური ობსერვატორია ჰაბლით გადაღებული ფოტოები არ კმარა, აუცილებელია კომპიუტერული მოდელირების დახმარებაც. სურათზე ყოველი გადღაბნილი ყვითელი ლაქა ჩვეულებრივი გალაქტიკაა. ეს გალაქტიკები Abel 1689-ის უკან მდებარე, ფონური გალაქტიკებია, უმრავლესობა უცნაურად გადიდებულია და დამახინჯებული, მათ გრძელი და დეფორმირებული რკალების ფორმა მიიღეს, რაც გრავიტაციული