ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე

 ვიდას ტბა სასიცოცხლოდ არც თუ ისეთი კარგი ადგილია, ბაქტერიულისთვისაც კი: ის მუდმივად 27 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ იმყოფება, სადაც წყლის ტემპერატურა -13 °С-მე ეშვება, ხოლო მარილის შემცველობა ზღვისას ექვსჯერ აჭარბებს. მიუხედავად ამისა, ნიტრატების, ნიტრიტებისა და აზოტის ოქსიდების შემცველი ეს არე, მაინც არ არის უსიცოცხლო (Nature News).

ტალახიანი წვიმა

არაბეთის უდაბნოებიდან ცაში ასული მტვერი ჯერ აზერბაიჯანში, რუსეთში და ახლა საქართველოშიც მოვიდა წვიმის წვეთებთნ შერეული ტალახის სახით. ასეთი წვიმები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა(რა აღარ ცვივა ციდან).

 

ყველაზე დიდი სიმძლავრის ბგერები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაფიქსირდა

11 მარტს იაპონიაში მომხდარი 8,9 ბალიანი მიწისძვრის დროს გაჩნდა ბგერა, რომელიც კაცობრიობის მიერ აქამდე დაფიქსირებულთა შორის ყველაზე მაღალი იყო. სპეციალისტთა ანგარიში გამოქვეყნდა პორტალ OurAmazingPlanet-ზე.