სეზონების ცვლილება

დედამიწის ღერძის დახრილობის გამო, წლის განმავლობაში ჰორიზონტის მიმართ მზის ასვლის სიმაღლე იცვლება(შესაბამისად დღის ხანგრძლივობაც). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში , როცა ღერძი მზისკენაა გადახრილი, დღე უფრო დიდ ხანს გრძელდება და მზეც დღის განმავლობაში ცაზე საკმაოდ მაღლა ასწრებს ასვლას. შედეგად ტემპერატურა იზრდება, ამ დროს ზაფხულია. როცა ჩრდილოეთ პოლუსი მზის საწინააღმდეგო მიმართულებითაა გადახრილი, ყველაფერი პირიქით ხდება და გარემოც უფრო ცივდება, ამ დროს ზამთარია. 

ელვის ორმაგი სახე

 მეცნიერებმა გამოავლინეს კავშირი ჩვეულებრივსა და ”ბნელ” ელვას(ახლახანს აღმოჩენილი ატმოსფერული გამა-ანთებები) შორის. ეს უკანასკნელი შეიძლება არც ისეთი იშვიათი მოვლენაა, როგორც აქამდე ითვლებოდა(AGU).