კრატერი გეილი

ამ მკაფიო გამოსახულების ცენტრში, რომელიც მარსის ხოლოვნური თანამგზავრის ”ოდისევსის” სითბური გამოსხივების კამერამ გადაიღო, ეკვატორთან ახლოს, მდებარეობს 154 კილომეტრიანი კრატერი გეილი.

 

 

მერკურის ანომალური ველი

ცხელი პლანეტის მაგნიტური ეკვატორი გეოგრაფიულზე ჩრდილოეთიეთ მდებარეობს, მთლიანობაში მერკურის მაგნიტურ ველს გააჩნია დიდი დისბალანსი ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებაში. აღმოჩენათა შორის ეს ერთ-ერთია, რომელიც ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა გააკეთა.

 

პირველად მერკურის ორბიტაზე

დედამიწასთან სიახლოვის მიუხედავათ, მერკური მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შეუსწავლელ პლანეტად რჩება. ამი სიტუაციის გამოსწორებაზეა მოწოდებული ამერიკული აპარატი Messenger-ი, რომელმაც ისტორიული მანევრი მოახდინა.

18 მარტს მესენჯერმა დამუხრუჭება დაასრულა და მერკურის ორბიტაზე გადავიდა. ტელემეტრიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დედამიწიდან 155 მილიონი კილომეტრის მანძილზე მყოფმა აპარატმა მანევრი ხარვეზების გარეშე შეასრულა.