კვარკი

  კვარკებზე დაწვრილებით საუბარი სცილდება პოპულარული ასტრონომიის თემას, თუმცა მაინც შეგიქმნით ამ ერთდროულად არსებულ და თან არ არსებულ ელემენტარულ ნაწილაკზე გარკვეულ წარმოდგენას, რადგან ასეთი კითხვა დაისვა მომხმარებლის მიერ  კატეგორიაში ”ატომი”.

ბორის ატომი

როცა ჯონ დალტონმა ნივთიერების აღნაგობის ატომური თეორია წარმოადგინა, მის წარმოდგენაში ატომებს განუყოფელი, ბილიარდის მიკროსკოპული ბურთების მაგვარი სახე ჰქონდათ. თუმცა, მთელი XIX ასწლეულის განმავლობაში აშკარა ხდებოდა, რომ ასეთი მოდელი მიუღებელია.