ერთბაშად ორი

 მზის სისტემის მახლობლად ყავისფერი ჯუჯების წყვილი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, პირველად ისინი ჯერ კიდევ 1978 წელს გადაიღეს, თუმცა არავინ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა იყო ეს(Slate/Bad Astronomy).

ადგილობრივი წარმომავლობა გამოირიცხოს…

 კარდიფის უნივერსიტეტის ასტრობილოგები ამტკიცებენ, რომ წინა წლის დეკემბერში შრილანკაში ჩამოვარდნილი მეტეორიტის ნამსხვრევებში, გაქვავებული ორგანული ნარჩნები აღმოაჩინეს(Technology Review).

ლავაში დამალული

 მარსის ორბიტალურ მზვერავზე(MRO) არსებული რადიოლოკატორის საშუალებით წითელი პლანეტის ვულკანური რეგიონის ქვეშ მოქცეული ახრების სისტემის რეკონსტრუირება მოხერხდა(Smithsonian Institute).

ლეგენდარული ”მზიური ქვა” ნაპოვნია

 ვიკინგების ნახევრადმითიური სანავიგაციო ინსტრუმენტი ნაპოვნია. ბრიტანელი მეზღვაურები მას ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში იყენებდნენ(Phys.org, Proceeding of the Royal Society A, The Independent, Wikipedia.org).