ვენერასა და იუპიტერის 10 დღე

განახლდა: 15/06/2026

 ღამის ცის ორი ყველაზე კაშკაშა პლანეტის მჭიდრო შეერთებამ ყველას ყურადღბა მიიპყრო. ამ სურათზე პლანეტების შეერთება (ზემოთ იუპიტერი) გადაღებულია 30 მაისიდან 8 ივნისამდე, ინდოეთის მაჰარაშტრადან. დასავლეთ ჰორიზონტზე საღამოს ცის ფერი და თითოეული სურათის ექსპოზიცია მზის ჩასვლის პირობებზეა დამოკიდებული. ციური წყვილი ერთმანეთთან ახლოს 9 ივნისს მივიდა, პლანეტებს შორის კუთხური დაშორება დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა სავსე მთვარის ხილულ ზომას. რა თქმა უნდა, ამ დროს მზის გარშემო მოძრავი ორი პლანეტა 600 მილიონ კილომეტრზე მეტით იყო ერთმანეთისგან დაშორებული. მომდევნო დღეებში იუპიტერი დაისის სხივებში ჩიძირება, ხოლო ვენერა დასავლეთ ცაზე მზეს დაშორდება და საღამოს კაშკაშა “ვარსკვლავად” მოგვევლინება (პლანეტების მოძრაობა ცის თაღზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.