განახლდა: 07/06/2026
რა ხდება ამ უცნაური ნისლეულის შიგნით? პლანეტური ნისლეული Tc-1, რომელიც აღბეჭდილია „ჯეიმს ვების“ კოსმოსური ტელესკოპის მიერ მიღებულ გამოსახულებაზე, კოსმოსური ობიექტია, რომელშიც 2010 წელს პირველად აღმოაჩინეს ფულერენები. ამ მოლეკულის ოფიციალური სახელწოდებაა ბაკმინსტერფულერენი, იგი შედგება ფეხბურთის ბურთის ფორმით გაერთიანებული ნახშირბადის 60 ატომისგან (C60). მოლეკულას სახელი ეწოდა არქიტექტორ ბაკმინსტერ ფულერის საპატივცემულოდ, მის მიერ პოპულარიზებულ გეოდეზიურ გუმბათთან მსგავსების გამო. „ჯეიმს ვების“ ტელესკოპიდან მიღებული ახალი მონაცემები გვიჩვენებს, თუ სად მდებარეობს C60 მოლეკულები ნისლეულში – ცენტრალური ნარინჯისფერი არეალის კაშკაშა კიდე. ყურადღებით დააკვირდით ნისლეულის ცენტრსაც, იპოვით საუცხოო, ნატიფ სტრუქტურას, რომელიც ამოყირავებულ კითხვის ნიშანს ჰგავს – შესაფერისი ნიშანია ამ ნისლეულისთვის, რომელიც მზის მსგავსმა ვარსკვლავმა ევოლუციის ბოლოს წარმოქმნა და კიდევ უამრავ კითხვას ბადებს (პლანეტური ნისლეულები).