ეს ასტრონომიული კვირა

 1 ივლისს მთვარე (ფ = 0,34+) ორბიტის დაღმავალ კვანძზე იქნება, ხოლო 3 ივლისს, 0,6+ ფაზაში, ის სპიკას მახლობლად გაივლის. 4 ივლისს (09:28 სთ.), დედამიწა აფელიონში – მზიდან 1,02 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით (152 095 000 კმ.). ასევე, მერკური მიაღწევს თავის მაქსიმალურ აღმოსავლეთ (საღამოს) ელონგაციას – 26 გრადუსი, ხოლო ვენერა, ურანიდან სამხრეთით 2,4 გრადუსზე გაივლის. 5 ივლისს, მთვარე (ფ = 0,71+) დედამიწის ცენტრიდან 404 627 კმ-ის დაშორებით ორბიტის აპოგეას მიაღწევს, ნეპტუნი გაივლის დგომის წერტილს რეტროგრადულ მოძრაობაზე გადასვლით. გარდა ამისა, მთელი კვირის განმავლობაში გამთენიისას შესაძლებელია ვერცხლისფერი ღრუბლების გამოჩენა. 7 ივლისს, მთვარე (ფ = 0,5-) სატურნს მიუახლოვდება, ხოლო 8 ივლისს, ნეპტუნი დგომის წერტილიდან რეტროგრადულ მოძრაობაზე გადავა. 9 ივლისს, ვენერა, რეგულთან ერთი გრადუსით ჩრდილოეთით გაივლის, ხოლო ასტეროიდი მელპომენე (18) მზესთან ოპოზიციაში შევა. 10 ივლისს, ასტეროიდი ფლორა (8) მზესთან ოპოზიციაში. 11 ივლისს, მთვარის მაქსიმალური სამხრეთული ლიბრაცია 6,7 გრადუსიან განედზე, ხოლო 0,17- ფაზაში ალდებარანის, ურანის და პლეადების მახლობლად გაივლის. იმავე დღეს, მთვარე (ფ = 0,12-) მარსთან ახლოს აღმოჩნდება, ხოლო 12 ივლისს, 0,05- ფაზაში, ცის ეკვატორიდან ჩრდილოეთით მაქსიმალური დახრილობის წერტილზე გავა (პლანეტების მოძრაობა ცის თაღზე).