მეტეორული ნაკადი ორიონიდები

განახლდა: 11/10/2026

 ორიონიდების სახელით ცნობილი მეტეორული ნაკადისა და ჩვენი პლანეტის გზები წელიწადში ორჯერ იკვეთება. ამის გამო, ორი ნაკადი წარმოიქმნება: გაზაფხულზე – აკვარიდები (რადიანტით მერწყულის თანავარსკვლავედში), მეტეორების მაქსიმალური რიცხვით 6 მაისს; შემოდგომაზე – ორიონიდები, მეტეორების მაქსიმალური რიცხვით (პიკი) 21-22 ოქტომბერს. ორიონიდები, ჰალეს კომეტის ფრაგმენტებია. აქტიურია 2 ოქტომბრინდან 7 ნოემბრამდე. აქტიურ პერიოდში რადიანტი (შემოსვლის წერტილი) ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს (“თავთან” ახლოს), მეტეორების სიჩქარე 66 კმ/წმ (ნამწვის ზოლები რამდენიმე წამი არ ქრება). ეს, სტაბილური ნაკადია, მაქსიმუმის დროს 25-მდე მეტეორით საათში ყოველ წელიწადს.

 ოქტომბრის ყველა მეტეორული წვიმიდან, ორიონიდები თვის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. 2026 წელს მათზე დაკვირვება გართულდება კაშკაშა მზარდი მთვარით პიკის დროს – 21-22 ოქტომბერს, თუმცა პირობები გაუმჯობესდება გვიან ღამით: მთვარე უფრო ქვემოთ დაეშვება, ხოლო კაშკაშა ორიონიდები მაღლა აიწევს. შემოჭრათა რაოდენობა 20 მეტეორამდე იქნება საათში.

 დაკვირვებისთვის არანაირი აპარატურა საჭირო არ არის, თუმცა, საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტოები გამოგივათ თუ მეტეორული “წვიმის” გადაღებას გადაწყვეტთ. შტატივზე დამაგრებული ფოტოაპარატი (ტელეფონი) ე.წ. რადიანტისკენ, მეტეორების შემოსვლის წერტილისკენ მიმართეთ, ამ შემთხვევაში – ორიონის თანავარსკვლავედი (ტელეფონში დააყენეთ ცის რუკა, მაგალითად – Sky Map), გამოგადგებათ ეს ტექნიკა – როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.