განახლდა: 16/10/2014
ეს შესაძლებელია და როგორც გაირკვა, ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება, თუ მას დედამიწიდან ლაზერით გავანათებთ, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა გააკეთეს.
2014 წლის 8 ოქტომბერს, ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებმა ახალი 3,6 ვატი სიმძლავრის ლაზერი გამოსცადეს, ტალღის სიგრძით 532 ნანომეტრი. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ლაზერი მიანათეს, პარალელურად ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა, სიხშირით 7 კადრი წამში. ეფექტი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა: სადგური ძალიან კარგად გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ის, რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე მოძრაობდა დედამიწის ზედაპირიდან (პირდაპირი ტრანსლაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან).
„ეს არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ოპტიკური სადგურიდან 2014 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 19:05 საათზე გადაიღეს, მაშინ, როცა სკს-ს ჩვენი ახალი ლაზერი ანათებდა, რომლის გამოყენება მომავალი თაობის ოპტიკური კომუნიკაციებისთვის იგეგმება. ვიდეოზე მომწვანო სკს-ს ძალიან კარგად ჩანს, 420 კილომეტრის სიმაღლეზე მისი 4 წუთიანი მსვლელობის დროს“ – ნათქვამია სააგენტოს ოფიციალურ პრეს-რელიზში (წითელი მთვარე და მწვანე სხივი; LADEE მთვარისკენ მიფრინავს, Deep Impact-თან კავშირი დაიკარგა; ლაზერი ასტეროიდის წინააღმდეგ).