ჟაკეს კომეტა

განახლდა: 24/08/2018

 2014 წლის 13 ივლისს, პლანეტა ვენერაზე რომ ყოფილიყავით, საშუალება გექნებოდათ ჟაკეს კომეტა (Jacques comet, C/2014 E2) მთელ თავის ბრწყინვალებაში გენახათ, ვინაიდან შიდა მზის სისტემის ამ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა სტუმარმა სულ რაღაც 14,5 მილიონ კილომეტრში ჩაუქროლა ვენერას. 28 აგვისტოს, ეს კომეტა ჩვენც მოგვიახლოვდა – 84 მილიონი კილომეტრი, იგი პატარა ტელესკოპებში და ბინოკულარებშიც კი კარგად ჩანდა. კომეტის მომწვანო კომა და მისი ვიწრო, იონური კუდი ამ სურათზე ორწუთიანი ექსპოზიციით დააფიქსირეს. სურათი იმითიცაა გამორჩეული, რომ ამ მომენტში კომეტა ორ ღირსშესანიშნავ ნისლეულს, IC 1805 და IC 1848, შორის ჩანდა. ნისლეულებს კასიოპეას გულისა და სულის ნისლეულებსაც (Cassiopeia’s Heart and Soul Nebulae) უწოდებენ.

jake dvalma
ავტორი: დავით დვალი. 22/08/2014. თბილისი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.