
უცხოპლანეტელთა შემოჭრა, ნიბირუ- პლანეტა-X, ცვლილებები მზეზე, პოლუსების გადაადგილება, სუპერ ვულკანი, მესამე მსოფლიო ომი, გლობალური ტერორიზმი, ნავთობის მარაგების ამოწურვა, ფუტკრების განადგურება(გაურკვეველი მიზეზის გამო მასიურად დაიწყეს კვდომა “მუშა” ფუტკრებმა, ანუ აღარ მოხდება ძალიან ბევრი მცენარის დამტვერვა), ეკოლოგიური კატასტროფა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ემუქრება კაცობრიობას.
წელი: 2011
მერამდენეა ზომით დედამიწა?(ელენე)
განახლდა: 20/02/2011 მიმდევრობა ზომების მიხედვით(პატარადან): პლუტონი,მერკური,მარსი,ვენერა,დედამიწა,ნეპტუნი,ურანი,სატურნი,იუპიტერი(დედამიწა მეხუთეა).
ესმით თუა რა სკაფანდრში მყოფ ასტრონავტებს კოსმოსის ხმები? (iamghostdevil).
კოსმოსში არანაირი ხმა არ ვრცელდება, ბგერის გასავრცელებლად, რომელიც მექნიკურ რხევას წარმოადგენს საჭიროა გარემო, რომელშიც ამ რხევების ტალღა გავრცელდება. ღია კოსმოსში კი საქმე გვაქვს ვაკუუმთან, რომელშიც არანაირი ბგერა არ ვრცელდება. კოსმოსურ სადგურს გარეთ მყოფ ასტრონავტთან კავშირი მხოლოდ რაციითაა შესაძლებელი. რადიოგადამცემი ასხივებს ბგერებით მოდულირებულ რადიოტალღებს, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გასავრცელებლად გარემო არ ჭირდება, პირიქით ვაკუუმში ის კიდევ უფრო დაუბრკოლებლად ვრცელდება.
ყინული მთვარეზე(ლევანი,ჩიკო)
ყინული მთვარეზე?

ინდური თანამგზავრი ”ჩანდრაიან 1” ნასას LRO, რომელიც მთვარის ორბიტაზე იმყოფებიან, აღმოაჩინა 40-ზე მეტი კრატერი ყინულით ფსკერზე.
ბრუნავს თუ არა ელექტრონი ბირთვის გარშემო?(ალიკა)
გამოიყენა რა (ქ)კვანტური წარმოდგენები ბირთვის გარშემო მბრუნავი ელექტრონის(ელემენტარულ ნაწილაკებს, მათ შორის ელექტრონსაც აქვთ ორმაგი ბუნება, მატერიალური და ტალღური) მიმართ, ბორმა საფუძვლად დაუდო თავის თეორიას მაშინდელი დროისთვის თამამი ვარაუდები, ანუ პოსტულატები.
მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე

წითელი წანაცვლება არის მასხივებელი წყაროს სპექტრულ ხაზში შემავალი ტალღების სიგრძის ზრდა(ხაზების წანაცვლება სპექტრის წითელი ნაწილისკენ) ეტალონური გამოსხივების წყაროს სპექტრთან შედარებით. არსებობს ორი მექანიზმი, რომლებიც წითელ წანაცვლებას იწვევენ(ან ორივე ერთად).
როგორ მუშაობს ტელესკოპი
ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტებს, როგორც ბევრს გონია, არამედ აგროვებს მათგან წამოსულ სინათლეს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის(ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.
მარსის პორტრეტები
ეს თავშესაქცევი სურათი რომ მიეღოთ, იმუშავეს მოყვარულმა და პროფესიონალმა ასტრონომებმა, ასაკი 10 წლიდან. პლანეტის ყოველი პორტრეტი სხვა და სხვა დროს ტელესკოპში დანახული ჩანახატია. პორტრეტების შეგროვება 2010 წლიდან მიმდინარეობდა, როცა მარსსა და დედამიწას შორის მანძილი მინიმალური იყო.
როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას
ყველაზე ცხელი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება ყველაზე მოკლე დროში განადგურდეს. განწირულ პლანეტას ამჟამად თავისივე შემქნელი ვარსკვლავი „ჭამს“. სრულ განადგურებამდე დაახლოებით 10 მილიონი წელი დარჩა.
პლანეტა სახელად WASP-12b იმდენად ახლოსაა თავის, მზისმაგვარ ვარსკვლავთან, რომ თითქმის 1500 გრადუსამდე ცხელდება და ძლიერი გრავიტაციისაგან გაწელილი ბურთის ფორმას იღებს. ატმოსფერო სამი იუპიტერის რადიუსის გახდა და თავის მატერიას ვარსკვლავისეკენ აფრქვევს.