ესმით თუა რა სკაფანდრში მყოფ ასტრონავტებს კოსმოსის ხმები? (iamghostdevil).

კოსმოსში არანაირი ხმა არ ვრცელდება, ბგერის გასავრცელებლად, რომელიც მექნიკურ რხევას წარმოადგენს საჭიროა გარემო, რომელშიც ამ რხევების ტალღა გავრცელდება. ღია კოსმოსში კი საქმე გვაქვს ვაკუუმთან, რომელშიც არანაირი ბგერა არ ვრცელდება. კოსმოსურ სადგურს გარეთ მყოფ ასტრონავტთან კავშირი მხოლოდ რაციითაა შესაძლებელი. რადიოგადამცემი ასხივებს ბგერებით მოდულირებულ რადიოტალღებს, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გასავრცელებლად გარემო არ ჭირდება, პირიქით ვაკუუმში ის კიდევ უფრო დაუბრკოლებლად ვრცელდება.

ბრუნავს თუ არა ელექტრონი ბირთვის გარშემო?(ალიკა)


გამოიყენა რა (ქ)კვანტური წარმოდგენები ბირთვის გარშემო მბრუნავი ელექტრონის(ელემენტარულ ნაწილაკებს, მათ შორის ელექტრონსაც აქვთ ორმაგი ბუნება, მატერიალური და ტალღური) მიმართ, ბორმა საფუძვლად დაუდო თავის თეორიას მაშინდელი დროისთვის თამამი ვარაუდები, ანუ პოსტულატები.

მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე

 წითელი წანაცვლება არის მასხივებელი წყაროს სპექტრულ ხაზში შემავალი ტალღების სიგრძის ზრდა(ხაზების წანაცვლება სპექტრის წითელი ნაწილისკენ) ეტალონური გამოსხივების წყაროს სპექტრთან შედარებით. არსებობს ორი მექანიზმი, რომლებიც წითელ წანაცვლებას იწვევენ(ან ორივე ერთად).

როგორ მუშაობს ტელესკოპი

  ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტებს, როგორც ბევრს გონია, არამედ აგროვებს მათგან წამოსულ სინათლეს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის(ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.