ჩვენი ულამაზესი პლანეტა პოლუსიდან პოლუსამდე, კოსმოსიდან, კოსმოსური ხომალდის, “ორიონ ინტერგიტის” (Orion Integrity) ფანჯრიდან არის გადაღებული. კოსმოსური ხომალდის ხედვის წერტილიდან მზე, დედამიწის კაშკაშა კიდის უკან, ქვედა მარჯვენა კუთხეში იყო. აფრიკა და პირენეს (იბერიის) ნახევარკუნძული, პლანეტის ბაც ცისფერ ზედაპირზე ჩანს, ხოლო პოლარული ნათება, სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებს ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა კუთხეებში ამშვენებს. მეთაურმა, რიდ ვაისმენმა, ისტორიული ფოტო, ისტორიული მისიის, “არტემის II”-ის მეორე დღეს (2 აპრილი) გადაიღო, მთვარისკენ გასაფრენი ძრავების მუშაობის დასრულების შემდეგ. ამ მანევრის მერე, კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწის ორბიტა დატოვა და ტრაექტორიაზე გადავიდა, რომელიც მას მთვარის გარშემო შემოატარებს და დედამიწაზე დააბრუნებს. ადამიანებმა ასეთი მოგზაურობა, ბოლოს, 50 წელზე მეტი ხნის წინ განახორციელეს (“არტემის II” – ისტორიული მისია გრძელდება).