ბუნებრივი ვიბრაცია, შუმანის რეზონანსი

 შუმანის რეზონანსი არის დედამიწის ზედაპირსა და იონოსფეროს შორის უკიდურესად დაბალი სიხშირის (ერთეული, ათეულებით ჰერცი) მდგარი ელექტრომაგნიტური ტალღების წარმოქმნა. მოვლენა თეორიულად დაასაბუთა და ექსპერიმენტულად აღმოაჩინა გერმანელმა ფიზიკოსმა, ვ. ო. შუმანმა, 1952–1954 წლებში.

 მდგარი ტალღები წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირისა და იონოსფეროს მიერ ფორმირებულ ტალღგამტარში. ელექტრომაგნიტური ტალღებისთვის ისინი გიგანტური სფერული რეზონატორის როლს ასრულებენ, რომლის ღრუც სუსტად გამტარი გარემოთია შევსებული. თუ ამ გარემოში წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ტალღა, დედამიწის გარშემო შემოვლის შემდეგ ისევ თანხვედრაშია თავისი რხევების ფაზასთან (შედის რეზონანსში), შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს.

 „ჭექა-ქუხილის“ ჰიპოთეზის თანახმად, ატმოსფერული განმუხტვები შუმანის რეზონანსული აგზნების ძირითადი ბუნებრივი წყაროა. ელვები, უზარმაზარი გადამცემების როლს ასრულებენ ასხივებნ რა ელექტრომაგნიტურ ენერგიას 100 კჰც. სიხშირეზე. ეს მოვლენა, ექსპერტების უმეტესობის აზრით, ხსნის სტაბილური, ულტრადაბალი სიხშირის რხევების არსებობას, რომლებიც პრაქტიკულად არ იხშობა და აქვთ ფიქსირებული სიხშირეები.

 ღრუებში (მოცულობითი რეზონატორები) ელექტრომაგნიტური რხევების რეზონანსი არის ელექტრომაგნიტური ველის ამპლიტუდის მკვეთრი ზრდის ფენომენი, როდესაც გარე ზემოქმედების სიხშირე ემთხვევა რეზონატორის რხევის ერთ-ერთ ბუნებრივ სიხშირეს.

 დედამიწაზე ყოველ წამში დაახლოებით 2000 ჭექა-ქუხილი ხდება. თითოეული გაელვება ელექტრომაგნიტურ ტალღებს წარმოქმნის, რომლებიც პლანეტის გარშემო იწყებენ ბრუნვას და დედამიწის ზედაპირსა და იონოსფეროს შორის, დაახლოებით 96 კილომეტრის სიმაღლეზე, “ხაფანგში” ხვდებიან. ამ ტალღებიდან ზოგიერთი, თუ მათი ტალღის სიგრძე გარკვეულ პირობებს ამაყოფილებს, ერწყმიან, ძლიერდებიან და რეგულარულ ატმოსფერულ პულსაციებს ქმნიან, რომლებიც შუმანის რეზონანსის სახელით არის ცნობილი. ეს რეზონანსი ძვირფასი ინსტრუმენტია დედამიწის ატმოსფეროს ამინდის, ელექტრული მდგომარეობისა და ქიმიური შემადგენლობის ანალიზისთვის.

 რეზონანსის მისაღწევად, ამ ტალღების სიგრძე დედამიწის გარშემოწერილობის ჯერადი უნდა იყოს. შედეგად, უკიდურესად დაბალი სიხშირის ტალღა მიიღება, რომელიც დაახლოებით 8 ჰერცს აღწევს. როდესაც ეს ტალღები დედამიწას მოიცავს, მათი პიკები და ვარდნილები ოპტიმალურ წერტილში ერთმანეთს ემთხვევა, რაც განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის.

 შუმანის რეზონანსების არსებობის პირველი ექსპერიმენტული დადასტურება 1960 წელს იქნა მიღებული.

 შუმანის ტალღების შესწავლა რთულია, რადგან მათი მიღება მოითხოვს სპეციალიზებულ, მაღალმგრძნობიარე აღჭურვილობას და შესაბამის გარემო სიტუაციას: მიმღებთან ახლოს ხეების რხევა, ცხოველების ან ადამიანების გადაადგილება ზეგავლენას ახდენს მის ჩვენებებზე.

 1990-იან წლებში, უფრო დახვეწილი აღჭურვილობის გამოჩენის გამო, შუმანის რეზონანსისადმი ინტერესი ისევ გაღვივდა.

 2011 წლის სექტემბერში, შუმანის რეზონანსული ტალღები 850 კმ-მდე სიმაღლეზე, თანამგზავრის (C/NOFS) მიერაც იქნა რეგისტრურებული (ადრე ასეთი ტალღების სიმაღლის ზღვრად 100 კმ. ითვლებოდა). შუმანის რეზონანსზე დამკვირვებელი სადგურები სხვადასხვა ქვეყნებშია მომოფანტული.

 ამასთან ერთად, შუმანის ვიბრაციებზე ზეგავლენას ახდენს გეომაგნიტური შტრომები, რომლებიც მზის აქტიურობით არის გამოწვეული.

 ასტრონომების თქმით, დედამიწის ეს ვიბრაციული „ზუზუნი“ ბუნებრივია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში უჩვეულოდ გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ფენომენმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანის განწყობასა და კოგნიტურ ფუნქციაზე.

 დედამიწის მაგნიტოსფერო. მზის ქარი მარცხნიდან “უბერავს”.

 მიიჩნევა, რომ ეს რეზონანსული რყევები კავშირშია კუნთების დაჭიმულობასთან, დაღლილობასთან და გონების დაბინდვასთან. თუმცა, პუბლიკაციაში აღნიშნულია (dailymail), რომ ექიმები არ ადასტურებენ ამ თეორიას, რადგან ის სერიოზული კლინიკური კვლევებით არ არის გამაგრებული. ამ თვეში, მაგნიტური ქარიშხლების ინტენსივობამ 5.0-ს გადააჭარბა. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწამ თებერვალში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გადაიტანა. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მზე საკმაოდ უცნაურად იქცევა (მზის მკლავებში – გეომაგნიტური ქარიშხალი და ადამიანი; მრისხანე მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.