ვარსკვლავი თავის პლანეტას რენტგენის სხივებით წვავს

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ გაზური გიგანტი COROT-2b 100 000-ჯერ მეტ რენტგენულ ნაკადს იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან გამოსხივებულ რენტგენის სხივებს. ეს გამოსხივება პლანეტას საკმაოდ მაღალი სიჩქარით აორთქლებს.

 

ყველაზე ცხელი პლანეტა

  ვარსკვლავი სახელად WASP-33 მზეზე უფრო ცხელი და მასიურია. იგი დედამიწიდან 378 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში. პლანეტა WASP-33b ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ტრანზიტული მეთოდით(თავისი ვარსკვლავის წინ გავლა). ასტრონომთა შეფასებით მისი მასა იუპიტერის მასაზე 4-ჯერ მეტია. თავისი ვარსკვლავის ორბიტაზე ერთ სრულ ბრუნს 1,22 დღეში აკეთებს(შედარებისთვის მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მერკური ორბიტას 88 დღეში შემოივლის, დედამიწა 365 დღეში).

როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას

ყველაზე ცხელი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება ყველაზე მოკლე დროში განადგურდეს. განწირულ პლანეტას ამჟამად თავისივე შემქნელი ვარსკვლავი „ჭამს“. სრულ განადგურებამდე დაახლოებით 10 მილიონი წელი დარჩა.
პლანეტა სახელად  WASP-12b იმდენად ახლოსაა თავის, მზისმაგვარ ვარსკვლავთან, რომ თითქმის 1500 გრადუსამდე ცხელდება და ძლიერი გრავიტაციისაგან გაწელილი ბურთის ფორმას იღებს. ატმოსფერო სამი იუპიტერის რადიუსის გახდა და თავის მატერიას ვარსკვლავისეკენ აფრქვევს.