
ურანს თავისი ღერძი მზის სისტემის გამორჩეულ პლანეტად აქცევს. ადრე ითვლებოდა, რომ ურანის ასეთი უცნაურობა ერთმა დიდმა შეჯახებამ გამოიწვია, თუმცა ახალი კვლევები ამ დასკვნას უარყოფენ.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ

ურანს თავისი ღერძი მზის სისტემის გამორჩეულ პლანეტად აქცევს. ადრე ითვლებოდა, რომ ურანის ასეთი უცნაურობა ერთმა დიდმა შეჯახებამ გამოიწვია, თუმცა ახალი კვლევები ამ დასკვნას უარყოფენ.
კი, ყველა ვარსკვლავი სფეროს ფორმისაა, თუმცა არა იდეალურად მრგვალი, პულუსებთან ხდება მათი მცირე შებრტყელება, რადგან ეკვატორული და პულუსური სარტყელები სხვა და სხვა სიჩქარით მოძრაობენ ვარსკვლავის ბრუნვის ღერძის გარშემო(ბირთვი კიდევ უფრო სწრაფად ტრიალებს). ეს ეხება გაზურ მდგომარეობაში მყოფ პლანეტა გიგანტებსაც(იუპიტერი, სატურნი, ურანი,ნეპტუნი).
ნეპტუნი თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს თითქმის 16 საათში აკეთებს. ამიტომ მზის სისტემის უშორესი გაზური გიგანტის ეს 4 ფოტო გადაღებული ოთხ საათიანი ინტერვალებით ერთ ნეპტუნისეულ დღეს ფარავს(Hubble).
ასტრონომებმა პლანეტა კიბოს 55 e-ს(55 Cancri e) მონაცემები განსაზღვრეს. ის არის მეცნიერებისთვის ცნობილ ეკზოპლანეტათ შორის ყველაზე მკვრივი. 55 Cancri e ბრუნავს ვარსკვლავ 55 Cancri-ეს გარშემო, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლითაა დაშორებული.

პლუტონის ატმოსფერო ბოლო 11 წლის განმავლობაში 100 დან 3 ათას კილომეტრამდე გაიზარდა. ასეთი მონაცემები, მიღებულ იქნა ამ ჯუჯა პლანეტაზე დაკვირვებებით, მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომლებიც მოხსენებით გამოვიდნენ სამეფო ასტრონომული საზოგადოების სხდომაზე, რომელიც უელსში ტარდება(ინგლისი). მოკლედ ამის შესახებ იუწყება პორტალი Space.com.
მეცნიერებმა სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე კრიოვულკანების არსებობა უარყვეს – მათ წარმოადგინეს ახალი ახსნა ტიტანის ზედაპირზე არსებული „საეჭვო“ ლანდშაფტებისა, რომლებსაც აქამდე აქტიურ ვულკანურ პროცესებს უკავშირებდნენ( Icarus; Space.com.).

პლანეტების წყვილი, რომლებიც ერთ ორბიტას იყოფენ, დეტალურად იქნა შესწავლილი ორბიტალური ტელესკოპი კეპლერით (NASA/Ames/JPL-Caltech).
მიმდევრობა ზომების მიხედვით(პატარადან): პლუტონი,მერკური,მარსი,ვენერა,დედამიწა,ნეპტუნი,ურანი,სატურნი,იუპიტერი(დედამიწა მეხუთეა).