ბრაზილიელმა ასტრონომმა წარმოადგინა გამოთვლები, რომლის მიხედვითაც პლუტონის ორბიტას იქეთ არსებობს ”პლანეტა-X” – ოთხი დედამიწის ზომის ციური სხეული. ასეთ დასკვნამდე სპეციალისტი ნეპტუნის ორბიტის იქეთ არსებული ყინულოვანი ობიექტების ორბიტების გადახრის ანალიზით მივიდა. ბრაზილიის ნაციონალური ობსერვატორიის თანამშრომელის როდნი გომესის ნაშრომი ჯერჯერობით რეცენზირებად შემეცნებით ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, მოკლედ კი ამის შესახებ საიტი Space.com-ი წერს.
პლუტონის მეზობელი იმაზე პატარა აღმოჩნდა, ვიდრე ასტრონომები ვარაუდობდნენ.
საინტერესო ფაქტები ახალ პლანეტრულ სისტემებზე(
მეცნიერთა აზრით სიცოცხლე რომ წარმოიშვას, პლანეტაზე უნდა იყოს სამი “ინგრედიენტი”: ორგანული მოლეკულები, რომლებსაც კომპლექსური სტრუქტურების ფორმირება შეუძლიათ, ამ მოლეკულებისათვის იმდენი ენერგია, რომ მათ დაიწყონ რხევა და თხევადი წყალი. არსებობენ დედამიწის მაგვარი პლანეტები, რომლებსაც შესაძლებელია ჰქონდეთ ეს სამი მარაგი.
