W-ბოზონის მასა ”არ შეცვლილა”

 დიდ (ჰ)ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე კოლაბორაციამ – ATLAS, ისტორიაში პირველად, W-ბოზონის მასა-ენერგიის ზუსტი გაზომვა ჩაატარა. ეს ნაწილაკი(Z-ბოზონთან ერთდ) სუსტი ურთიერთქმედების ძალაზეა პასუხისმგებელი, ძალაზე, რომელიც დანარჩენ სამ ფუნდამენტურ ურთიერთქმედებასთან ერთად, სამყაროს მატერიის თვისებებსა და ქცევას განსაზღვრავს. W-ბოზონის ზუსტი მასა 80370±19 მევ(მეგაელექტრონვოლტი)-ს უტოლდება, რაც ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელით ნავარაუდევს ემთხვევა(მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).

 ბოზონები(ფოტონი, W და Z ბოზონები, გლიუონი(!), გრავიტონი(ეს უკანასკნელი არ აღმოუჩენიათ)) ურთიერთქმდების გადამტანი ნაწილაკებია, ურთიერთქმედებებისა, რომლებიც ფერმიონებს(ელექტრონი, ნეიტრონი, პროტონი) შორის ხდება.

თხი დეტქროტიდან, ATLAS ზომით ყველაზე დიდია. სიგრძით 43 მეტრი, დიამეტრი 22 მ, წონა 7000 ტონა. ადამიანის ფიგურები ჩასმულია მასშტაბების უკეთესად აღსაქმელად.

 W-ბოზონის მასის გაზომვა, 2011 წელს მიღებულ მონაცემთა ნაკრებზე დაყრდობით მოხდა, რომელშიც 14 მილიონი ასეთი ნაწილაკი ფიგურირებს, კოლაიდერი კი მაშინ 7 ტევ. ენერგიაზე მუშაობდა. მიღებული მნიშვნელობა ადრინდელს დაემთხვა, რომელიც LEP(დიდი ადრონული კოლაიდერის(დაკ) ”წინაპარი”)-სა და ტევატრონზე მიიღეს. წარმატებული გაზომვის ჩატარების გადამწყვეტი ფაქტორები იყო დეტექტორ ATLAS-ის გადამწოდების(”დატჩიკ”) ზესუსტი კალიბრირება და W-ბოზონის გაჩენის პროცესის მოდელირება. უშუალოდ გაზომვა კი იმ მოვლენათა შესახებ მიღებულ მონაცემთა საფუძველზე მოხდა, რომლებიც W-ბოზონთან პირდაპირ იყო დაკავშირებული, ასევე სხვა ირიბი გაზომვებით მიღებულ შედეგებზეც.

 W-ბოზონი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილაკია. ის ცერნისეულ Super proton-antiproton Synchrotron(პროტონ-ანტიპროტონული სუპერსინქროტრონი)-ზე 1983 წელს აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილაკის თვისებებს უკვე 30 წელზე მეტია სწავლობენ, მისი ზუსტი მასის დადგენა აქამდე ვერავინ შეძლო.

 W-ბოზონის, ე.წ. ჭეშმარიტი კვარკისა და ჰიგსის ბოზონის ზუსტი მასის ცოდნა, გადაწმყვეტი მომენტია ახალი ფიზიკის ძებნის საქმეში. ნებისმიერი გადახრა პრაქტიკულსა და თეორიულად დათვლილ შედეგებს შორის, პრინციპულად ახალ მოვლენებზე შეიძლება მიუთითებდეს, რომლებიც სტანდარტულ მოდელს ეწინააღმდეგება(კიდევ კოლაიდერის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *