TNG50 – გალაქტიკათა გროვების ფორმირების მოდელი

 როგორ ფორმირდება გალაქტიკათა გროვები? ასეთი პროცესები ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობს, მათზე თვალის მიდევნება ჩვენ არ შეგვიძლია, სწორედ ამიტომ იქმნება კომპიუტერული მოდელირების სწრაფი პროგრამები. ამ სფეროს ბოლო მიღწევაა – TNG50, პროექტისგან IllustrisTNG, რომელიც აქამდე ცნობილი Illustris-ის გაუმჯებესებული ვარიანტია. ფილმის პირველ ნაწილში, კოსმოსური გაზის (ძრითადად, წყალბადი) ევოლუცია არის ნაჩვენები, ასევე, გალაქტიკათა და მათი გროვების ფორმირება ადრეული სამყაროდან დღემდე. სწრაფად მოძრავი გაზი ელვარე ფერებშია წარმოდგენილი. დროთა განმავლობაში, გაზი გრავიტაციულ ორმოებში (1) გროვდება, ფორმირდება გალაქტიკები, ხდება მათი ბრუნვა, შეჯახება და შეერთება. გალაქტიკათა ბირთვებში კი შავი ხვრელები წარმოიქმნება, რომელთა შემომფარგლავი გაზი მაღალი სიჩქარით იწყებს მოძრაობას. ფილმის მეორე ნაწილში, ვარკვლავების გადაადგილებაა ნაჩვენები, გალაქტიკათა გროვების ფორმირება გაზისა და ვარსკვლევბისგან შემდგარი ნაკადებით (შლეიფი). შავი ხვრელებიდან ამომავალი გაზის ნაკადები, ამ მოდელირებაში, მოულოდნელად რთული აღმოჩნდა, ამიტომ დეტალებს რეალურად დამზერად მონაცემებს ადარებენ. ადრეული სამყაროს გაზის შეკუმშვის პროცესების მოდელირება გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ ხდებოდა მზის, მზის სისტემისა და პლანეტების ფორმირება (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; რა არის დიდი აფეთქება?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.