5 აგვისტოს მზეზე კიდევ ერთი მძლავრი ამოფრქვევა მოხდება

ივლისის დასასრული და აგვისტოს დასაწყისი მზის მაღალი აქტიურიობით გამოირჩევა, რაც მზის ზედაპირზე მომხდარი მძლავრი ანთებებით არის გამოწვეული. ასტრონომებმა დააფიქსირეს, რომ მზის ატმოსფეროში ენერგიის ნაკადები გამოიყო 29 ივლისს, 2 აგვისტოს და კიდევ უფრო მძლავრი ანთებები იქნება 5 აგვისტოს.