ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა

  არსებობს მრავალნაირი ტიპის ვარსკვლავი. ზოგიერთი მათგანის რადიუსი 30-ჯერ აჭარბებს მზისას, ზიგი კი მხოლოდ მოზრდილი ქალაქის ტოლია. ზოგი ვარსკვლავი იმდენად ცხელია, რომ მათი გამოსხივების ძირითადი ნაწილი ულტრაიისფერზე მოდის, არიან ისეთი ცივებიც, რომ მათი მუქი-წითელი შეფერილობა სპექტრის წითელ ნაწილშიც კი უკიდურესად სუსტადაა გამოხატული.