ნიუტონის კანონები

 ნიუტონის კანონები, ფიზიკის ისტორიაში იმ დროისათვის დაგროვილი ცოდნის ერთად თავმოყრის საუკეთესო მაგალითია, რომელსაც ახლა კლასიკურ მექანიკას უწოდებენ. შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობის ნიუტონისეული კანონებით თანამედროვე ფიზიკის, საერთოდ ბუნების შემსწავლელი მეცნიერების, ისტორიის ათვლა დაიწყო.