თერმობირთვული “იკარუსი”

ამერიკელებმა და ბრიტანელებმა დაიწყეს ვარსკვლავთმფრენის კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც შეძლებს 50-100 წლის განმავლობაში მიაღწიოს მზესთან ახლოს მყოფ ვარსკვლავებამდე. ასეთი ვადები იმიტომ აირჩიეს, რომ ხომალდის შემქმნელებს მცირე შანსი მაინც ჰქონდეთ, სანამ ცოცხლები იქნებიან, მიიღონ სიგნალი შორეულ ვარსკვლავთან მიღწევის შესახებ.

პროექტ “იკარუსის” შექმნაზე ამერიკელი მეცნიერების არაკომერციული ჯგუფი Tau Zero Foundation-ი მუშაობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი არის ცნობილი ფიზიკოსი მარკ მილისი. ადრე ის მოწინავე კოსმოსური ძრავების კონცეფციაზე მუშაობდა ნასაში. პროექტში აგრეთვე მონაწილეობენ ბრიტანეთის საპლანეტათშორისო საზოგადოების წევრები(British Interplanetary Society — BIS).