აქტიური მზე

  ხანგრძლივი მინიმალური აქტიურობის მერე მზე აღარ არის ისეთი წყნარი. მზის დინამიკის კოსმოსურმა ობსერვატორიამ(SDO) მნათობის სურათები ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაიღო. მასზე სამხრეთ ნახევარსფეროს აქტიური ზონაა გამოსახული. პირობითი ფერებით შექმნილი ფოტო 1 მილიონ გრადუსზე მეტად გაცხელებულ პლაზმას გვიჩვენებს.